სიახლეები / ფეხბურთი
დიეგო "ატლეტიკოს" ინტერესით გახარებულია

ბრაზილიელმა დიეგომ გასული სეზონი "ვისენტე კალდერონზე" გაატარა , სადაც იგი განათხოვრებული იყო "ვოლფსბურგიდან" და მისი განცხადებით, ის მიესალმება ნებისმიერ პოტენციურ კავშირს "ატლეტიკოსთან".

გავრცელებული ინფორმაციით , ესპანური კლუბი დაინტერესებულია დიეგოს გუნდში დაბრუნებით.

28 წლის ბრაზილიელს უდაოდ წარმატებული სეზონი ჰქონდა "ატლეტიკოსთან" ერთად და ის ბედნიერი უნდა იყოს "ლა ლიგაში" დაბრუნებით.

"თუ ეს ჭორები სიმართლეს შეესაბამება , რომ "ატლეტიკოს" სურს ჩემი გადაბირება , ეს ძალიან სასიამოვნოა , როდესაც ასეთი კლუბი იჩენს ინტერესს შენდამი",–უთხრა ჟურნალისტებს დიეგომ.

თუმცა, ნახევარმცველი ამტკიცებს , რომ ის სრულიად ორიენტირებულია მის ამჟამინდელ კლუბზე , რომელიც "ბუდესლიგის" გათამაშების ცხრილში მე–13 პოზიციას იკავებს.

"ჩვენ ახლა ცხრილის შუა ნაწილში ვართ და მინდა ვიფიქრო მხოლოდ ჩემს გუნდზე , რომელშიც თავს ძალიან კარგად ვგრძნობ",– დასძინა ბრაზილიელმა პლეიმეიკერმა.

აქვე უნდა ითქვას , რომ დიეგოს "ვოლფსბურგთან" კონტრაკტი 2014 წლის ივნისამდე აკავშირებს.











კომენტარის დამატება
  • rondo

  • 22 მარტი 2013 19:46
  • Группа: ჟურნალისტი
  • Регистрация: 1.03.2013
  • Статус: Пользователь offline
  • 5 комментариев
  • 65 публикаций
^
ატლეტიკოში და მანამდე ვერდერში , საერთოდ იუვემ დაღუპა ეგ
  • Группа: system operator
  • Регистрация: 12.09.2010
  • Статус: Пользователь offline
  • 2783 комментария
  • 5347 публикаций
^
დიეგო ატლეტიკოში კაი იყო , ატლეტიკომ უნდა ეცადოს რომ დააბრუნოს ბრაზილიელი

--------------------