Image

ახალგაზრდული აზერბაიჯანთან ფრეს დასჯერდა

სიახლეები / ფეხბურთი / საქართველო 24-მარ, 16:009 რაულიტო 1053


















საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა, რომელიც ავსტრიაში, შეკრებაზე იმყოფება, მეორე ამხანაგური შეხვედრა გამართა. ალბანეთის შემდეგ, ალექსანდრე ჩივაძის გუნდის მეტოქე აზერბაიჯანის ნაკრები იყო. შეხვედრა ფრედ - 1:1 დასრულდა.

საქართველოU21 – აზერბაიჯანიU21 1:1 (0:0) ამხ

საქართველოU21: ნადირაძე, ტვილდიანი, კობახიძე, ჯგერენაია (კოხია 46), კვეკვესკირი, ჯიღაური (გიგაური 46), პაპავა, პარუნაშვილი, ყაზაიშვილი, ჭანტურია, ქვილითაია (სხირტლაძე 46)

მთ.მწვრთნელი - ალექსანდრე ჩივაძე

გოლი: ყაზაიშვილი (75)

მატჩის პირველი ნახევარი გატანილი გოლების გარეშე - 0:0 დასრულდა. მეორე ტაიმის 70-ე წუთზე კი, საკუთარ საჯარიმოში წესები დავით კოხიამ დაარღვია და მსაჯმაც თერთმეტმეტრიანი დანიშნა ნადირაძის კარის მიმართულებით, რომელიც აზერბაიჯანელებმა გოლად აქციეს.
ხუთიოდ წუთში, არნემის „ვიტესისა“ და საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა შემტევმა - ვაკო ყაზაიშვილმა წონასწორობის აღდგენა შეძლო.

ნაკრებში ერთი იძულებითი ცვლილებაც განხორციელდა. ვარჯიშზე ტრავმა მიიღო მეკარე კახა მეშველიანმა და მის ნაცვლად, ავსტრიაში „დინამო“ თბილისიდან ლევან ტყეშელაშვილი გამოიძახეს, რომელიც უკვე ჩამოვიდა და გუნდთან ერთადაა.

მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას ახალგაზრდული ნაკრები 26 მარტს, კვლავ სოჰაუში, ამჯერად, ხორვატიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. ამ შეხვედრით 21-წლამდელთა ავსტრიული შეკრება დასრულდება და ფეხბურთელები თავიანთ გუნდებს მიაშურებენ. ალექსანდრე ჩივაძე კი, ვენაში ჩასვლას და 17-წლამდელთა ელიტრაუნდის მატჩებზე დასწრებას გეგმავს.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივნისი 2019 (172)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
რეკლამა