"სიტი" სანჩესში 25 მილიონს იხდის

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი / ტრანსფერები 31-მარ, 16:149 Sandro Sapanadze 10 688 0






გაჩნდა შანსი იმისა, რომ ჩილელი ფეხბურთელი ნისლიან ალბიონში გადავიდეს.

მაშინაც კი, როდესაც ალექსისი "უდინეზეს" შემადგენლობაში ასპარეზობდა, იგი "სიტისთვის" ძალზე პოპულარული იყო. მაშინ "ქალაქელებმა" იტალიელებს მის სანაცვლოდ 40 მილიონი ფუნტი შესთავაზეს, მაგრამ საბოლოოდ მან კატალონიაში გადაბარგება არჩია.

როგორც იცით, სანჩესს "ნოუ კამპზე" დიდი სათამაშო დრო არ გააჩნია, რაც გვაიძულებს ვიფიქროთ ის, რომ შესაძლოა მოთამაშემ სამუშაო ადგილი შეიცვალოს. ამ სიტუაციამ, ევროპული კლუბების ინტერესი მიიპყრო. ფეხბურთელის შეძენა, "იუვენტუსსა" და "ინტერს" უნდა. ახლა მათ რიგს "მანჩესტერ სიტიც" შეუერთდა.

როგორც წყარო იტყობინება, "ქალაქელები" მზად არიან ალექსის სანჩესის სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო გადაიხადონ. ეს ვარიანტი, შესაძლოა უფრო გონივრული და იაფიც აღმოჩნდეს, რადამელ ფალკაოს ტრანსფერთან შედარებით, რომელიც სავარაუდოდ "ჩელსიში" გადასვლას აპირებს.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018