დევიდ ბექჰემს ქალური მანერები გაუჩნდა
მსოფლიოს ერთერთი ყველაზე სექსუალური მამაკაცი დევიდ ბეკჰემი ბოლო დროს უცნაურად იქცევა. 35 წლის ოჯახის მამამ მოულოდნელად ქალური ვარცხნილობის ტარება და საკუთარ გარეგნობაზე გაძლიერებული ზრუნვა დაიწყო.
2003 წელს ფეხბურთელმა თავისი გრძელი ქოჩორისგან კიკინა გაიკეთა, რათა თამაშის დროს თმა თვალებზე არ ჩამოფარებოდა. მაშინ ეს საკმაოდ ჩვეულებრივად გამოიყურებოდა. მაგრამ ამჟამად, კარგა ხნის გაუპარსავი და მობერებული ბეკჰემი მოედანზე კვლავ მსგავს ფორმაში გამოჩნდა და უნდა ითქვას რომ საკმაოდ სულელურად გამოიყურებოდა.
თავის დროზე მის მეუღლეს, ვიქტორიას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რომ დევიდი მოკლე ვარცხნილობის ტარებაზე დაეყოლიებინა. ბექჰემი დიდი ხნის განმავლობაში თმას ნოლზე იპარსავდა, მაგრამ ახლა, როგორც ჩანს, სტილისტებთან სიარული ყელში ამოუვიდა. და აი, რამდენიმე დღის წინ თავისი კლუბის "ლოს ანჯელეს გალაქსის"თამაშზე პუბლიკის წინაშე კეფაზე კიკინითა წარსდგა.
როგორც მისი ასაკის ნებისმიერი მამაკაცი, დევიდიც ცდილობს, უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებოდეს. ცოტა ხნის წინ ისიც აღიარა, რომ ცოლის სახის კრემს იყენებს.
”სანამ ვიქტორიას შევხვდებოდი სახეზე სხეულის ლოსიონს ვისვამდი. ახლა კი ცოლს სახის საცხს ვპარავ. ყოველთვის მსურდა, კარგი შესახედავი ვყოფილიყავი და სასიამოვნო სუნი მქონოდა, მაგრამ მხოლოდ სხეულის ლოსიონით, მატონიზირებელი საცხითა და გაპარსვის შემდგომი ბალზამით ვსარგებლობ”, - განაცხადა ბექჰემმა.
ახლახან სპორტსმენმა ანტი-ასაკობრივი საცხის La Prairie-ს თავისთვის შეძენაც გადაწყვიტა. ბექჰემის თქმით, როგორც კი საკრედიტო ბარათით მისი საფასური გადაიხადა, მიხვდა, რომ რაღაც ძალიან ძვირფასი შეიძინა. ახლა ცდილობს, ახალი შენაძენი ეკონომიურად გამოიყენოს, რათა მაქსიმალურად დიდ ხანს ეყოს.

მოიწონეთ სტატია
კომენტარები