პეპე:"მეტოქე გუნდური სულისკვეთებით დავამარცხეთ"

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 07-აპრ, 20:279 Luka.FCB 731 0






ესპანეთის სამეფო გუნდის მადრიდის "რეალისა" და პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მცველმა პეპემ გუშინდელი მატჩის შემდგომ სადაც მისმა გუნდმა მეტოქე ანგარიშით 5:1 დაამარცხა, კომენტარი გააკეთა.

"ჩვენ პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ , მაგრამ პირველებმა გავუშვით. თუმცა არ გავტყდით და გუნდური სულისკვეთების წყალობით შევცვალეთ თამაში და ანგარიში ტაბლოზე. იგუაინის გოლი? მე ეს ძალიან გამიხარდა. მინდა მივულოცო მას. არგენტინელმა შესანიშნავი გოლი გაიტანა და ჩვენს გამარჯვებას საფუძველი ჩაუყარა".

"რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას. ჩვენ პირველი შეხვედრა 3:0 მოვიგეთ , მაგრამ "გალათასარაი" სერიოზული გუნდია და მოდუნება ღირებული არ იქნება ჩვენთვის"-ამბობს პეპე.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018