ფერგიუსონი:”პერსის ”სიტის” ვარიანტი არ განუხილია”

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 08-აპრ, 15:179 Luka.FCB 671 0





სამეფო გუნდის ”მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა განაცხადა, რომ მისი გუნდის ჰოლანდიელ თავდამსხმელს რობინ ვან პერსის არასდროს განუხილია მანჩესტერ ”სიტიში” გადასვლა.

ამ კომენტარით სერ ალექსმა უპასუხა რობერტო მანჩინის ნათქვამს. იტალიელის თქმით სწორედ ვან პერსის მიუძღვის უდიდესი წვლილი იმაში , რომ ახლა წითელი ეშმაკუნები ჩემპიონები არიან და ის რომ ”სიტიში” ყოფილიყო ისინი გახდებოდნენ ჩემპიონები.

”რობინ ვან პერსის საერთოდ არ უფიქრია ”სიტიში” გადასვლის ვარიანტი. ის შესანიშნავ სეზონს ატარებს. ჩვენ გვჭირდებოდა სწორედ ისეთი თავდამსხმელი , როგორიც ჰოლანდიელია”-ამბობს ფერგიუსონი.

მოგეხსენებათ, რომ ჩატარებულ 30 შეხვედრაში ვან პერსიმ 19 გოლი გაიტანა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა