Image

ხავი:”ჩვენი ერა ჯერ არ დასრულებულა”

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 08-აპრ, 15:319 Luka.FCB 797


კატალონიის ”ბარსელონასა” და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა ხავი ერნანდესმა განაცხადა, რომ ლურჯ-ბროწეულისფერთა ერა ჯერ არ დასრულებულა.

”ჩვენ 4-5 იდეალური წელი ჩავატარეთ და რეკორდული რაოდენობის ტიტულები მოვიგეთ. ვთვლი , რომ ჩვენი ერა ჯერ არ დასრულებულა. ამ შემადგენლობით ჩვენ გუნდს შეუძლია , რომ უფრო მეტს მიაღწიოს”.

”ჩვენ ქვეყნის ჩემპიონატში ვლიდერობთ და ვეცდებით , რომ ლიგაზე წარმატებას მივაღწიოთ. ჩვენ ვეცდებით , რომ მწვრთნელისთვის ყველაფერი გავაკეთოთ”.

პსჟ - სთან 2:2? კარგი შედეგია იმის მიხედვით , რომ ჩვენ გასვლაზე ვთამაშობდით. ჩვენ ოპტიმიზმით ვუყურებთ მომავალ მატჩს კამპ ნოუზე და იმედი მაქვს , რომ ნახევარფინალში გასვლას შევძლებთ. ეს ჩვენი მოვალეობაა”-ამბობს ხავი.

ბოლო ხუთწლეულში ლურჯ-ბროწეულისფერებმა ორჯერ მოიგეს ესპანეთის სამეფო თასი, სამჯერ მოიგეს ესპანეთის სუპერთასი,3 ჯერ გახდნენ ლა ლიგის გამარჯვებულები , ორჯერ მოიგეს უეფას სუპერთასი , ორჯერ მოიგეს ჩ.ლიგა და ორჯერ საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი.


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (192)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა