Image

ვან გაალი შვაინშტაიგერის გაყიდვის წინააღმდეგი არაა

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 19-ნოე, 20:569 FCB 1165


















მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი, ლუის ვან გაალი ტრაგედიას ვერ ხედავს მისი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, ბასტიან შვაინშტაიგერის გაყიდვაში. ბოლო დროს, ხშირად ვრცელდება ხმები “ბაიერნისა” და გერმანიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველის სხვა კლუბში გადასვლასთან დაკავშირებით. ყველაზე მეტად შვაინშტაიგერის სახელს მილანის “ინტერს” უკავშირებენ. ფეხბურთელი და მისი ამჟამინდელი კლუბი ვერ ახერხებენ ახალ კონტრაქტზე შეთანხმებას, მოქმედ ხელშეკრულებას კი ვადა 2012 წელს გასდის.
ცოტა ხნის წინათ, “ბაიერნის” პრეზიდენტმა, ული ჰიონესმა კომენტარი გააკეთა შვაინშტაიგერთან დაკავშირებით შექმნილ სიტუაციაზე და განაცხადა, რომ თუ ფეხბურთელს ხელფასის მომატება სურს, კლუბი მზადაა ამ დათმობაზე წასასვლელად.
საპირისპირო მოსაზრება აქვს მიუნხენელთა მთავარ მწვრთნელს, ლუის ვან გაალს. “იმედი მაქვს, შვაინშტაიგერი ახალ კონტრაქტს გააფორმებს, ისევე, როგორც მე. თუ ასე არ მოხდა, საჭიროა მისი გაყიდვა. ჩემის აზრით, “ბაიერნი” ბიზნესია და თუ “ინტერისგან” შვაინშტაიგერის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს მივიღებთ, კლუბი კარგ მოგებას ნახავს” – ციტირებს ჰოლანდიელი სპეციალისტის სიტყვებს SpoX.
კარლ-ჰაინც რუმენიგე, ისევე როგორც ული ჰიონესი, შვაინშტაიგერს გუნდისთვის შეუცვლელ ფიგურად მიიჩნევენ, რომლის გაყიდვაც არ შეიძლება, მაგრამ ამ მოსაზრებას არ იზიარებს ჰოლანდიელი: “ჩემი სურვილია, რომ სიტუაცია სხვაგვარი იყოს. სადაც აქამდე მიმუშავია, ყველგან ყველაფერი ისე ხდებოდა, როგორც ამას მე ვამბობდი და კლუბებიც საკმაოდ დიდ ფულს შოულობდნენ” – აცხადებს ვან გაალი, რომელმაც, ცოტა ხნის წინათ, კლუბთან კონტრაქტი კი გაახანგრძლივა, მაგრამ ცუდი შედეგების გამო, მიუნხენში მისი დიდი ხნით დარჩენა მაინც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
მარტი 2019 (335)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
დეკემბერი 2018 (539)
ნოემბერი 2018 (413)
ოქტომბერი 2018 (437)
რეკლამა