Image

"ატლეტიკო" რუი პატრისიოს აკვირდება

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 09-აპრ, 15:549 Sandro Sapanadze 10 705


Record-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდული კლუბი "სპორტინგის" კიპერით არის დაინტერესებული.

შეგახსენებთ, მადრიდელთა პირველი მეკარე, ტიბო კურტუა, ოფიციალურად ლონდონის "ჩელსის" ეკუთვნის. არ არის გამორიცხული, რომ ფეხბურთელის დიდი სურვილის მიუხედავად, იგი ზაფხულში "არისტოკრატებს" დაუბრუნდეს.

ამგვარად, ესპანური კლუბი ახალ კარის დარაჯს ეძებს, რომელმაც ნიჭიერი ბელგიელის ღირსეულად ჩანაცვლება უნდა შეძლოს.

სავარაუდოდ, რუი პატრისიოს სატრანსფერო თანხა, 10 მილიონი ევრო იქნება. პორტუგალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში, მოთამაშემ 25 შეხვედრა გამართა და 31 ბურთი გაუშვა.


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (130)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა
[aviable=main] [/aviable]