Image

ევროპა ლიგა :"ნიუკასლი-"ბენფიკა"(პრევიუ)

სიახლეები / ფეხბურთი / ევროტურნირები 11-აპრ, 16:149 rondo 963


დღეს ღამე "სენტ ჯეიმს პარკზე" "ნიუკასლი" პორტუგალიურ "ბენფიკას" დაუპირისპირდება.
მათ ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისათვის , რომ ითამაშონ ევროპის ლიგის 1/2 ფინალში და მინიმუმ 2-0 უნდა დაამარცხონ პორტუგალიელები.

პირველი მატჩი ლისაბონში "ბენფიკას" გამარჯვებით(3-1)დასრულდა.

ერთის მხრივ, "ნიუკასლს" სტუმრად გატანილი გოლის წყალობით გარკვეული უპირატესობა აქვს , მაგრამ მეორეს მხრივ, არც "ბენფიკა" ჩავა ინგლისში უხასიათოდ , რადგან 2 ბურთიანი უპირატესობა აქვს და რეალურია შანსი იმისა , რომ ისინი გავიდნენ ნახევარფინალში.

ინგლისელებმა შიდა ჩემპიონატში ბოლო 6 შეხვედრიდან 3-ჯერ იმარჯვეს , ხოლო 3-ჯერ დამარცხდნენ და "პრემიერლიგაში" მე-13 ადგილს იკავებენ.
"ბენფიკა" კი პორტუგალიის ჩემპიონატში პირველ ადგილზეა , უახლოეს მდევარ "პორტოს" 4 ქულით უსწრებს და ბოლო ექვსი ჩატარებული მატჩიდან ყველა გამარჯვებით დაასრულა.

"კაჭკაჭებს" დაუბრუნდათ ტრავმირებული ჰატემ ბენ არფა , ფაბრიციო კოლოჩინი, მატიუ დებუში, იოან გუფრანი , ჩეიკ ტიოტე და სტივენ ტეილორი.

"ბენფიკას" ერთადერთი პრობლემა ედუარდო სილვას მუხლის დაზიანებაა, რომელიც მან პირველ მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში მიიღო.

ინგლისელთა მთავარი თავისტკივილი ამ მატჩში სავარაუდოდ ოსკარ კარდოსო იქნება . პარაგვაელი შესაშურ ფორმაშია და მიმდინარე სეზონში უკვე გაიტანა 28 გოლი , აქედან - 6 ევროტურნირებზე.

ასე რომ , გუნდებს შემადგენლობის მხრივ თითქმის არანაირი პრობლემა არ აქვთ და "სენტ ჯეიმს პარკზე" ძალიან დაძაბულ ბრძოლას უნდა ველოდოთ.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:




მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
თებერვალი 2019 (371)
იანვარი 2019 (672)
დეკემბერი 2018 (540)
ნოემბერი 2018 (413)
ოქტომბერი 2018 (437)
სექტემბერი 2018 (574)
რეკლამა