Image

ვფიქრობთ ბარსელონაზე, ველით ბილბაოს

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 20-ნოე, 11:379 beqa_beqa 1180


















დღეს "სანტიაგო ბერნაბეუს" ბილბაოს "ატლეტიკი" ეწვევა, მადრიდულ-ბასკური დაპირისპირება ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევდა და ახლაც ასეა, როცა ბილბაოელთა რიგებში მსოფლიოს ჩემპიონი ფორვარდი ფერნანდო ლორენტე ბრწყინავს, მაგრამ არის ერთი მატჩი, რომელიც ჩრდილში აყენებს ამ დაპირისპირებას - რა თქმა უნდა, "ელ კლასიკო"!

დიდი ესპანური დერბი შემდეგ ორშაბათს გაიმართება, მაგრამ ესპანეთში ლამის მხოლოდ ამ თამაშზე ლაპარაკობენ. "რეალის" არგენტინელი ვარსკვლავი ანხელ დი მარია მიიჩნევს, რომ "კლასიკოს" ბედი ორი კაცის ხელშია და ამ ორიდან ვინც იყოჩაღებს, იმის გუნდი გაიმარჯვებს ჩემპიონატის მთავარ დაპირისპირებაშიც. რა თქმა უნდა, დი მარია ლეო მესის და კრიშტიანო რონალდოს გულისხმობს...

"კლასიკოს" შევეშვათ და "რეალის" მწვრთნელი გავიხსენოთ, რომელიც დისკვალიფიცირებულია - ჟოზე მოურინიომ უკვე მოითხოვა, იმ ტრიბუნაზე ადგილი, რომლის წინაც მასპინძელთა სათადარიგოების სკამია. თუმცა პორტუგალიელი შეიძლება კიდევ ერთხელ დასაჯონ. საქმე იმაშია, რომ ესპანეთის პროფესიულ საფეხბურთო ლიგაში საშინლად არ მოეწონათ ჟოზესა და "სპორტინგის" თავკაც მანუელ პრესიადოს "გადაძახილი". ისინი ფიქრობენ, ორივე მწვრთნელს სანქცია გამოუწერონ წაკინკლავებისთვის და მედია საშუალებებით ერთმანეთის შეურაცხყოფისათვის.

შეგახსენებთ, რომ ჟოზემ "სპორტინგს" დააბრალა, "ბარსელონას" ჩემპიონობისთვის ბრძოლას უიოლებსო, რაზეც პრესიადოსგან შემდეგი ეპითეტები მიიღო: "ღორი" და "ცუდი კოლეგა". ხიხონელთა თავკაცმა კიდევ ეს თქვა: "ვინ არის ეს ტიპი და რა უფლებით აძლევს თავს უფლებას ასეთი რამ ილაპარაკოს ჩვენზე? საიდან მოეთრა".

მადრიდელებს ისევ ის სამი ფეხბურთელი არ ეყოლებათ "ატლეტიკის" წინააღმდეგ, რომელთა გამოჯანმრთელებას საშველი არ დაადგა: ესეკიელ გარაი ახლა უშინაურდება ვარჯიშებს, ფერნანდო გაგო სამშობლოში გადის აღდგენით კურსს, მას მომავალ კვირას ელიან ესპანეთში, კაკა ახლა მიდის ბრაზილიაში, რათა სპეციალისტმა მისი მუხლის მდგომარეობა შეამოწმოს. ასე რომ, "რეალს" ალბათ უცვლელი შემადგენლობით ვიხილავთ.

ბასკთა პრობლემა დისციპლინარული ხასიათისაა: კოიკილი, კარლოს გურპეგი და ჩაბიერ კასტილიო დისკვალიფიცირებულნი არიან და გუნდს "ბერნაბეუზე" ვერ დაეხმარებიან. აიტორ ოსიომ და იბაი გომესმა ჯერ ვერ მოირჩინეს ტრავმები, ფერნანდო ამორებიეტასა და გაისკა ტოკეროს მდგომარეობას ექიმები დღეს შეამოწმებენ და ხოაკინ კაპაროსს მხოლოდ ამის შემდეგ ეცოდინება შეძლებენ ისინი თამაშს თუ ვერა.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
აპრილი 2019 (268)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
დეკემბერი 2018 (539)
ნოემბერი 2018 (413)
რეკლამა