ჩიჩარიტო იხსენებს.....

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 20-ნოე, 11:409 beqa_beqa 1393 1






მანჩესტერ იუნაიტედის ამომავალი ვარსკვლავი ხავიერ ერნანდესი ინგლისური The Daily Star - ის ჟურნალისტს გაესაუბრა: "მთავარი სკაუტი ჯიმ ლოულორი დაახლოებით ერთი წლის წინ მელაპარაკა. ის ჩემს თამაშს აკვირდებოდა ჩივასში და ერთხელაც მითხრა, რომ ჩემით იუნაიტედი ინტერესდებოდა. მანამ სანამ ამას მე მეტყოდა ის მამაჩემს ესაუბრა და როდესაც მამამ ამის შესახებ შემატყობინა ავტირდი, იმიტომ, რომ დაჯერება მიჭირდა.

ბავშვობაში მექსიკის საუკეთესო გუნდში თამაშზე, ხოლო შემდეგ კი ევროპაში გამგზავრებაზე ვოცნებობდი. მაგრამ, როდსაც მანჩესტერზე მითხრეს დაჯერება მართლა მიჭირდა.

ჩემი ცხოვრება შეიცვალა. მექსიკაში უამრავი თამაში ჩავატარე, გავემგზავრე მუნდიალზე და ახლა მანჩესტერში ვარ.

ჩივასში თამაშის პერიოდში პირველ გუნდში ხშირად ვერ ვხვდებოდი და არაერთხელ მიფიქრია, იქნებ ჩემი ფეხბურთელობა არ ღირდა. ჩემი ოჯახი კი მარწმუნებდა, რომ მოთმინება უნდა მომეკრიბა. თამაშისას უნდა ისწავლო რთული პერიოდების გადატანა ისევე, როგორც კარგი პერიოდებით ტკბობა".



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები 1

FCB 20-ნოე, 11:47

ეს დადებული მაქ უკვე რაა... დააკვირდი ხოლმე ცოტა მე რო მეუბნები ეს უკვე მეექვსე თუ მეშვიდე სიახლეა...
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018