Image

"ანჟიში" სანტანა არ დაადასტურეს

სიახლეები / ფეხბურთი 30-აპრ, 15:429 rondo 826


მახაჭყალის "ანჟის" წარმომადგენლებმა უარყვეს გავრცელებული ჭორები თითქოს , ისინი მოლაპარაკებას აწარმოებენ დორტმუნდის "ბორუსიას" ცენტრალურ მცველ ფელიპე სანტანასთან.

მოგეხენებათ "ანჟი" ფინანსურად ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კლუბია და გამუდმებით ვრცელდება ინფორმაციები ამა თუ იმ ფეხბურთელის მახაჭყალაში გადასვლასთან დაკავშირებით.

ცოტა ხნის წინ "ანჟის" სახელს უკავშირებდნენ: მარუან ფელაინის, ვიქტორ ვალდესს , არნემის "ვიტესის" თავდამსხმელ ვილფრედ ბონის და ახალგაზრდა "ჩელსის" ყოფილ ფეხბურთელ მაიკლ მანჩიენს.

"დორტმუნის" მცველი ფელიპე სანტანა არის შემდეგი სახელი , რომელიც შევიდა ზემოთ ხსენებული ფეხბურთელების სიაში , მაგრამ "ანჟიში" ამბობენ , რომ ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება.

მათ ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ:" მოარული ხმები , რომ ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს რამდენიმე ფეხბურთელთან და მათ შორის ფელიპე სანტანასთან , ყველანაირ საფუძველს მოკლებულია.

"საფეხბურთო კლუბი "ანჟი" გააცნობს გულშემატკივარს და მედიას ნებისმიერ ტრანსფერს ჩვენს ვებ-გვერდზე"-, განმარტა კლუბის ხელმღვანელობამ.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:




მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
თებერვალი 2019 (367)
იანვარი 2019 (672)
დეკემბერი 2018 (540)
ნოემბერი 2018 (413)
ოქტომბერი 2018 (437)
სექტემბერი 2018 (574)
რეკლამა