Image

პირლო: “კონტეს წყალობით სამომავლოდ მწვრთნელობა მინდა “

სიახლეები / პირადი ცხოვრება / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 30-აპრ, 18:039 beqa_beqa 1340


















ანდრეა პირლო თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში, იმ სატრანსფერო შემოთავაზებებზე საუბრობს, რომელსაც მისი კარიერის მანძილზე ჰქონდა ადგილი. 33 წლის იტალიელი ნახევარმცველი, 10 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ „მილანიდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით ტურინულ გრანდში გადაბრგდა, რის თაობაზეც თავად პირლო თვლის, რომ მის კარიერაში ეს ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო.
„მე შეთანხმება მქონდა ლონდონის „ჩელსისთან“, თუმცა ტრანსფერს ხელი ბერლუსკონიმ შეუშალა, რის შედეგადაც „მილანში“ დავრჩი. ასევე 2006 წელს ძალიან ახლოს ვიყავი კაპელოს „რეალში“ გადაბარგებასთან, ხოლო 2011 წელს კი გვარდიოლა მთხოვდა მის „ბარსელონას“ შევერთებოდი, თუმცა ამ ტრანსფერების თაობაზე უარის გადაწყვეტილება ისევ და ისევ სილვიო ბერლუსკონის თხოვნით მივიღე. დღეს კი შემიძლია დარწმუნებით განვაცხადო ის, რომ ჩემი არჩევანი „იუვენტუსში“ გადასვლასთან დაკავშირებით იყო საუკეთესო გადაწყვეტილება ჩემს კარიერაში. ვნანობ თუ არა „მილანიდან“ წასვლას? მე ვფიქრობდი, რომ ჩემს ცხოვრებაში საჭირო იყო ცვლილებები და ახალი იდეები. ამიტომ ორივე მხარისათვის მისაღები აღმოჩნდა ჩემი არჩევანი.

სამწვრთნელო კარიერა? კლარენს ზეედორფს აქვს ძლიერი ხასიათი და არის ქარიზმატული პიროვნება, რაც ვფიქრობ, რომ სამომავლოდ „მილანის“ მწვრთნელობაში ხელს შეუწყობს მას, თუმცა იგი ჯერ ისევ აგრძელებს ფეხბურთის თამაშს ბრაზილიაში, ვნახოთ რა მოხდება მისი საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ. ისე გამოგიტყდებით და კონტეს წყალობით მეც გამიჩნდა სურვილი სამომავლოდ გავხდე მწვრთნელი, რისთვისაც მისი მადლობელი ვარ. დაველოდოთ მოველნების განვითარებას“ – აცხადებს ანდრეა პირლო.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
beqa_beqa 30 აპრილი 2013 20:08
ეხა დაბერდა ეს კაცი თორეეე ყველაზე მაგარი იყო თავის პოზიციაზე :(
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
მაისი 2019 (251)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
დეკემბერი 2018 (539)
რეკლამა