ბერლუსკონის კაკას დაბრუნება სურს

სიახლეები / ფეხბურთი 05-ივნ, 18:389 Beckham 802 1






Corriere dello Sport იტყობინება, რომ იტალიურ გიგანტ "მილანს" მადრიდის "რეალის" შემტევი ნახევარმცველის, კაკას დაბრუნება სურს, რომელიც სწორედ "მილანიდან" გადავიდა მადრიდულ კლბუში.

იტალიური პრესა აცხადებს, რომ გუნდის პრეზიდენტმა სილვიო ბერლუსკონიმ ეს ტრანსფერი მოითხოვა და ამ კვირაში იგი გუნდის მთავარ მწვრთნელთან მასიმილიანო ალეგრისთან მოლაპარაკებას გამართავს ამ საკითხთან დაკავშირებით.

ბერლუსკონიმ და "მილანმა" უკვე ოფიციალურად დაადასტურეს, რომ ალეგრი გუნდში რჩება, თუმცა მან გუნდის ტაქტიკა 4-3-3 უნდა შეცვალოს და 4-3-1-2-ით უნდა ათამაშოს კლუბი.

სილვიომ ასევე გუნდის ვიცე-პრეზიდენტს ადრიანო გალიანის განუცხადა, რომ მას გუნდში კაკას დაბრუნება სურს.

ბრაზილიელი შემტევი "მილანში" 2003 წელს გადავიდა "სან პაულუდან", ხოლო 2009 წელს 67 მილიონის სანაცვლოდ იგი მადრიდის "რეალს" შეუერთდა. თუმცა ტრავმის გამო მან ვერ დაიმკვიდრა ადგილი ძირითადში.

მაგრამ აქ არსებობს კიდევ ერთი საკითხი. როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალი" ახალი მწვრთნელის ძიებაშია, რადგან მათ მოურინიო გაუშვეს. სავარაუდოდ, გუნდში ანჩელოტი მოვა, რომელიც 8 წელი "მილანს" წვრთნიდა. კარლოს ძალიან უყვარს კაკა და მასთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. ამიტომ, კარლომ შესაძლოა რიკის შანსი მისცეს და ბრაზილიელი ფორმაში ჩადგეს..



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები 1

რაულიტო 05-ივნ, 19:24

დაბრუნდი რიკი love
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018