ძიუდოისტებმა ახალი ნაკრების კანდიდატები გამოავლინეს

სიახლეები / სხვა სახეობები / ჭიდაობა 21-ნოე, 13:369 Sportnews 2779 0





სპორტის სასახლეში დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი ძიუდოში. ორდღიანი შეჯიბრის მეორე დღეს ჩემპიონ-პრიზიორები ბოლო-ოთხ წონით კატეგორიაში - 81, 90, 100 და +100 კილოგრამებში გამოვლინდნენ. ოქროს მედლებს გიორგი ბაინდურაშვილი (81 კგ), ლაშა გურული (90 კგ), ლევან ჟორჟოლიანი (100 კგ) და ზვიად ხანჯალიაშვილი (+100 კგ) დაეუფლნენ.

ფინალში ბაინდურაშვილმა პაატა ღვინიაშვილი დაამარცხა, გურულმა - საბა გავაშელიშვილი, ჟორჟოლიანმა - დავით ლორიაშვილი, ხოლო ხანჯალიაშვილმა - ადამ ოქრუაშვილი. მესამე საპრიზო ადგილები 81 კილოგრამში დავით კარბელაშვილმა და ავთანდილ ჭრიკიშვილმა დაიკავეს, 90-ში - არჩილ შინჯიკაშვილმა და გიორგი ცოციაშვილმა, 100-ში - რევაზ ჩიკოიძემ და კონსტანტინე მუკვანმა, მძიმე წონაში კი - ნოდარ მეტრეველმა და ვახტანგ ზოიძემ.

საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედლის დამგროვებელი ქვემო ქართლის რეგიონალური გუნდი გავიდა, მეორეზე - კახეთი (2 ოქრო, 2 ვერცხლი), ხოლო მესამეზე - მცხეთა-მთიანეთი (1 ოქრო, 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო).

ჩემპიონ-პრიზიორები საქართველოს ნაკრებში დასამკვიდრებლად ბრძოლას საერთაშორისო ტურნირებზე გააგრძელებენ. საუკეთესოებით დაკომპლექტდება შემადგენლობა, რომელიც 2011 წლის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებში იასპარეზებს.

ძიუდო საქართველოს ჩემპიონატი სპორტის სასახლე

19 ნოემბერი

81 კგ

1 გიორგი ბაინდურაშვილი (მცხეთა მთიანეთი)
2 პაატა ღვინიაშვილი (შიდა ქართლი)
3 ავთანდილ ჭრიკიშვილი (ქვემო ქართლი)
3 დავით კარბელაშვილი (შიდა ქართლი)

90 კგ

1 ლაშა გურული (იმერეთი)
2 საბა გავაშელიშვილი (კახეთი)
3 არჩილ შინჯიკაშვილი (ქვემო ქართლი)
3 გიორგი ცოციაშვილი (მცხეთა მთიანეთი)

100 კგ

1 ლევან ჟორჟოლიანი (ქვემო ქართლი)
2 დავით ლორიაშვილი (ქვემო ქართლი)
3 კონსტანტინე მუკვანი (ქვემო ქართლი)
3 რევაზ ჩიკოიძე (თბილისი)

+100 კგ

1 ზვიად ხანჯალიაშვილი (კახეთი)
2 ადამ ოქრუაშვილი (მცხეთა მთიანეთი)
3 ნოდარ მეტრეველი (შიდა ქართლი)
3 ვახტანგ ზოიძე (აჭარა)



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა