Image

ყოფილმა მანჩესტერელმა "იუნაიტედი" `ჩელსის" გაუტოლა

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 21-ნოე, 15:359 FCB 1674


















ინგლისის ჩემპიონატის ერთადერთი დაუმარცხებლი გუნდი, “მანჩესტერ იუნაიტედი” “ჩელსის” დაეწია. “მანკუნიანელებს” ამის გაკეთებაში მათი ყოფილი მეკარე ბენ ფოსტერი დაეხმარა. ფოსტერი, რომელიც ამჟამად “ბირმინგემის” კარს იცავს, “არისტოკრატთა” შემტევებს ყველა დუელი მოუგო, “ლურჯებმა” კი მთელი შეხვედრის განმავლობაში შესრულებული ერთადერთი ზუსტი დარტყმა გოლად აქციეს და “ჩელსის” ბოლო ოთხ პრემიერლიგურ შეხვედრაში მესამე მარცხი გაუფორმეს.
“მანჩესტერმა”, თავის მხრივ, საკმაოდ ილად დაამარცხა “უიგანი”. აღსანიშნავია, რომ ამ გუნდების წინა 11-ვე დაპირისპირება “მანკუნიანელებს” ჰქონდათ მოგებული. სერ ალექს ფერგიუსონის ფეხბურთელებმა ტრადიცია არ დაარღვიეს და 14 ტურის თავზე მოგება-ფრეების ბალანსი გაათანაბ¬რეს. ამ შეხვედრაში მანჩესტერელთათვის გასახარი კიდევ ის მოხდა, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, გუნდს გამოჯანმრთელებული უეინ რუნი დაუბრუნდა, რომელიც თამაშში მეორე ნახევარში ჩაერთო.
ტური ცენტრალური შეხვედრა კი “ემირეიტსზე” გაიმართა, სადაც ჩრდილოლონდონურ დერბიში “არსენალმა” “ტოტენჰემს” უმასპინძლა. “მეთოფეები” პირველ ნახევარში ნასრისა და შამახის გოლებით 2:0 დაწინაურდნენ, თუმცა შესვენების შემდეგ რაფაელ ვან დერ ვაარტის (გოლი + 2 საგოლე პასი) შესანიშნავი თამაშის წყალობით, “ტოტენჰემმა” მეტოქის კარში 3 გოლი გაიტანა და ბოლო 17 წლის განმავლობაში პირველად მოახერხა გასვლით შეხვედრაში “არსენალის” დამარცხება.
20 ნოემბერი
ლონდონი, ემირეიტსი”, 60102
არსენალი-ტოტენჰემი 2:3 (2:0)
არსენალი: ფაბიანსკი, კოსიელნი, სკილაჩი, კლიში, სანია, დენილსონი, სონგი, ფაბრეგასი, არშავინი (უოლკოტი 77), ნასრი (როსიცკი 77), შამახი (ვან პერსი 68).
მწვრთნელი: არსენ ვენგერი.
ტოტენჰემი: გომეში, კაბული, გალასი, ასუ-ეკოტო, ჰატონი, მოდრიჩი, ჯენასი, ბეილი, ლენონი (დეფო 46), ვან დერ ვაარტი (პალასიოსი 88), პავლიუჩენკო (კრაუჩი 75).
მწვრთნელი: ჰარი რედნაპი.
გოლები: 1:0 ნასრი (9), 2:0 შამახი (27), 2:1 ბეილი (50), 2:2 ვან დერ ვაარტი (67, პენ), 2:3 კაბული (85).
გაფრთხილება: სანია (13), დენილსონი (81), კოსიელნი (85) _ ვან დერ ვაარტი (68).
მსაჯი: ფილ დაუდი.
დარტყმა 15 (4)-13 (5); ჯარიმა 19-17; კუთხური 2-6; თამაშგარე 5-2; ბურთის ფლობა 61%-39%; სეივი 2-2.

ბირმინგემი, “სენტ ენდრიუსი”, 24357
ბირმინგემი-ჩელსი 1:0 (1:0)
ბირმინგემი: ფოსტერი, სკოტ დანი, როჯერ ჯონსონი, რიჯუელი, კარი, ბოიერი, ფერგიუსონი, ფაჰი, ლარსონი, ჯერომი, ჟიგიჩი (გლები 72).
მწვრთნელი: ალექს მაკლიში.
ჩელსი: ჩეხი, ალექსი, ივანოვიჩი, ეშლი კოული, ფერეირა (ბოსინგვა 65), ობი მიკელი, რამირესი (სტარიჯი 72), მალუდა, კალუ, ანელკა, დროგბა.
მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი.
გოლი: 1:0 ბოიერი (17).
გაფრთხილება: რიჯუელი (78), ფაჰი (85).
მსაჯი: მარკ ჰალსი.
დარტყმა 3 (1)-32 (9); ჯარიმა 10-3; კუთხური 4-16; თამაშგარე 0-0; ბურთის ფლობა 38%-62%; სეივი 9-0.

ბლექპული, “ბლუმფილდ როუდი”, 15922
ბლექპული-ვულვზი 2:1 (2:0)
ბლექპული: კინგსონი, ევატი, კატკარტი, კრეინი (კერნი 90), ერდლი, ვოგანი, ადამი, ვერნი, ჰერვუდი (ტეილორ-ფლეტჩერი 65), დი ჯეი კემპბელი, ფილიპსი (სილვესტრე 65).
მწვრთნელი: იან ჰოლოვეი.
ვულვზი: ჰანემანი, ბერა, სტირმანი, ელოკობი, ფოლი (მილიაში 29), მანსიენი, ჰენრი (სტივენ ფლეტჩერი 60), დევიდ ჯონსი, ჰანტი (ებანკს-ბლეიკი 46), ჯარვისი, დოილი.
მწვრთნელი: მიკ მაკარტი.
გოლები: 1:0 ვერნი (3), 2:0 ჰერვუდი (44), 2:1 დოილი (86).
გაფრთხილება: ჰენრი (58), ბერა (80).
მსაჯი: მარკ კლატენბურგი.
დარტყმა 13 (4)-23 (9); ჯარიმა 5-11; კუთხური 4-11; თამაშგარე 5-2; ბურთის ფლობა 44%-56%; სეივი 8-2.

ბოლტონი, “რიბოკ სტედიუმი”, 22203
ბოლტონი-ნიუკასლი 5:1 (2:0)
ბოლტონი: იასკელაინენი, ნაითი, გარი კეჰილი, რობინსონი, რიკეტსი, ჰოლდენი, მაუმბა, ტეილორი (მარტინ პეტროვი 78), ჩუნ-იუნ ლი (როდრიგო 86), კევინ დევისი, ელმანდერი (კლასნიჩი 80).
მწვრთნელი: ოუენ კოილი.
ნიუკასლი: კრული, კოლოჩინი, უილიამსონი, ხოსე ენრიკე, სიმპსონი, სმიტი, გატრი (რუტლეჯი 71), გუტიერესი (სოლ კემპბელი 77), ნოლანი, კეროლი, ამეობი (ლიოვენკრანდსი 72).
მწვრთნელი: კრის ჰატონი.
გოლები: 1:0 კევინ დევისი (18, პენ), 2:0 ჩუნ-იუნ ლი (39), 3:0 ელმანდერი (50), 3:1 კეროლი (52), 4:1 ელმანდერი (72), 5:1 კევინ დევისი (90, პენ).
გაფრთხილება: ჩუნ-იუნ ლი (44) _ ნოლანი (59), ხოსე ენრიკე (90).
გაძევება: კოლოჩინი (76).
მსაჯი: ჰოვარდ უები.
დარტყმა 21 (8)-7 (2); ჯარიმა 13-12; კუთხური 2-3; თამაშგარე 4-2; ბურთის ფლობა 50%-50%; სეივი 1-3.

მანჩესტერი, “ოლდ ტრაფორდი”, 74181
მანჩესტერი-უიგანი 2:0 (1:0)
მანჩესტერი: ვან დერ სარი, ვიდიჩი, რიო ფერდინანდი, რაფაელი, ევრა, კერიკი (ერნანდესი 65), დარენ ფლეტჩერი, პარკ ჯი-სუნი (სქოულზი 56), ნანი, ობერტანი, მაკედა (რუნი 56).
მწვრთნელი: ალექს ფერგიუსონი.
უიგანი: ალ ჰაბსი, ალკარასი, კალდუელი, ფიგეროა, გოჰური, დიამე, ტომასი, ნზოგბია (დი სანტო 80), სტამი (მაკართური 80), როდალეგა, გომესი (მოზესი 58).
მწვრთნელი: რობერტო მარტინესი.
გოლები: 1:0 ევრა (45), 2:0 ერნანდესი (77).
გაფრთხილება: დიამე (29), ალკარასი (30).
გაძევება: ალკარასი (59), როდალეგა (61).
მსაჯი: მარტინ ატკინსონი.
დარტყმა 16 (7)-11 (4); ჯარიმა 11-16; კუთხური 11-1; თამაშგარე 1-0; ბურთის ფლობა 68%-32%; სეივი 4-5.

ვესტ ბრომვიჩი, “ჰოტორნსი”, 24164
ვესტ ბრომვიჩი-სტოკი 0:3 (0:0)
ვესტ ბრომვიჩი: კარსონი, ტამაში, იბანიესი, ჩეხი, ხარა, შარნერი, მულუმბუ (დორანსი 80), მორისონი (კოქსი 56), ჯერომ ტომასი, ბარნსი (ტჩოი 66), ოდემვინგიე.
მწვრთნელი: რობერტო დი მატეო.
სტოკი: ბეგოვიჩი, ჰუტი, შოუკროსი, დენი კოლინზი, უილკინსონი, უაითჰედი, დელაპი, ეთერინგტონი (უოლტერსი 79), პენანტი (თუნჩაი სანლი 12), ფულერი (უილსონი 83), კენუაინ ჯონსი.
მწვრთნელი: ტონი პულისი.
გოლები: 0:1 ეთერინგტონი (55, პენ), 0:2 უოლტერსი (85, პენ), 0:3 უოლტერსი (90).
გაფრთხილება: არ ყოფილა.
მსაჯი: კრის ფოი.
დარტყმა 19 (6)-8 (5); ჯარიმა 10-11; კუთხური 8-3; თამაშგარე 0-0; ბურთის ფლობა 65%-35%; სეივი 2-6.

ლივერპული, “ენფილდი”, 43024
ლივერპული-ვესტ ჰემი 3:0 (3:0)
ლივერპული: რეინა, შკრტელი, კარაგერი, კონჩესკი, გლენ ჯონსონი, პოულსენი, რაულ მეირელეში (შელვი 83), მაქსი როდრიგესი, კუიტი, ნგოგი (აურელიო 74), ტორესი (ბაბელი 85).
მწვრთნელი: როი ჰოჯსონი.
ვესტ ჰემი: გრინი, აპსონი, გაბიდონი, ილუნგა (ტომკინსი 76), იაკობსენი, კოვაჩი, ბოა მორტე, ნობლი, ობინია (ბარერა 46), კარლტონ კოული (მაკარტი 69), პიკიონი.
მწვრთნელი: ავრამ გრანტი.
გოლები: 1:0 გლენ ჯონსონი (18), 2:0 კუიტი (27, პენ), 3:0 მაქსი როდრიგესი (38).
გაფრთხილება: ნობლი (72).
მსაჯი: ლი პრობერტი.
დარტყმა 23 (8)-8 (1); ჯარიმა 7-11; კუთხური 10-2; თამაშგარე 2-1; ბურთის ფლობა 54%-46%; სეივი 1-5.
1.ჩელსი 14 9 1 4 28-9 28
2.მანჩესტერი 14 7 7 0 28-15 28
3.არსენალი 14 8 2 4 28-15 26
4.ბოლტონი 14 5 7 2 26-20 22
5.სიტი 13 6 4 3 15-10 22
6.ტოტენჰემი 14 6 4 4 21-19 22
7.სანდერლენდი 13 4 7 2 15-13 19
8.სტოკი 14 6 1 7 18-18 19
9.ლივერპული 14 5 4 5 16-17 19
10.ნიუკასლი 14 5 3 6 22-21 18
11.ბლექპული 14 5 3 6 21-27 18
12.ასტონ ვილა 13 4 5 4 15-18 17
13.ბირმინგემი 14 3 7 4 15-17 16
14.ვესტ ბრომვიჩი 14 4 4 6 16-25 16
15.ევერტონი 13 3 6 4 14-13 15
16.ბლექბერნი 13 4 3 6 15-18 15
17.ფულემი 13 2 8 3 13-13 14
18.უიგანი 14 3 5 6 10-23 14
19.ვულვზი 14 2 3 9 14-25 9
20.ვესტ ჰემი 14 1 6 7 11-25 9
ბომბარდირები
8 - ელმანდერი (“ბოლტონი”), კეროლი (“ნიუკასლი”); 7 - ტევესი (“სიტი”), მალუდა (“ჩელსი”), ნოლანი (“ნიუკასლი”); 6 - დროგბა (“ჩელსი”), ბერბატოვი (“მანჩესტერი”), ვან დერ ვაარტი (“ტოტენჰემი”), ტიმ კეჰილი (“ევერტონი”), კევინ დევისი (“ბოლტონი”), შამახი (“არსენალი”), დარენ ბენტი (“სანდერლენდი”); 5 - ნასრი (“არსენალი”), ტორესი (“ლივერპული”), ჰერვუდი (“ბლექპული”), ასამოა გიანი (“სანდერლენდი”), კალუ (“ჩელსი”).

21 ნოემბერი
ბლექბერნი - ასტონ ვილა, ფულემი - სიტი.
22 ნოემბერი
სანდერლენდი - ევერტონი.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივნისი 2019 (268)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
რეკლამა