Image

"დინამო" (თბილისი) - "შახტარი" (დონეცკი) 1:0

სიახლეები / ფეხბურთი 24-ივნ, 06:289 rondo 1227


















ავსტრიაში შეკრებაზე მყოფმა თბილისის "დინამომ" მეორე ამხანაგური მატჩი გამართა.

შეგახსნებთ , რომ დინამოელთა პირველი სპარინგ-პარტნიორი კიევის "დინამო" გახლდათ და ეს მატჩი კიეველთა გამარჯვებით 1-0 დასრულდა.

ამჯერად , მათი მეტოქე უკრაინის ჩემპიონი დონეცკის "შახტარი" იყო და თბილისის "დინამომ" მინიმალური ანგარიშით 1-0 იმარჯვა . ანგარიში 34-ე წუთზე "დინამოელთა" ესპანელმა ლეგიონერმა, ჩისკომ გახსნა. როგორც თბილისის "დინამოს" ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება , საკმოდ დაძაბული მატჩი გამოდგა და ორივე კართან მრავლად იქმნებოდა სახიფათო მომენტები . აღსანიშნავია , რომ მეორე ტაიმის დებიუტში დონეცკელთა ბრაზილიელმა ლეგიონერმა, დუგლას კოშტამ თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა , მას გიორგი ლორიამ აჯობა.

ასე , რომ ავსტრიული შეკრების რიგით მეორე საკონტროლო შეხვედრა დუშან უჰრინის გუნდის გამარჯვებით დასრულდა.

დინამო: ლორია, სეთურიძე (ძარია 67’), კვარაცხელია, უსტარიცი, გლიშიჩი, ლექვთაძე (ხურცილავა 62’), გრაიციარი, ხმალაძე (შაშიაშვილი 82’), გრიგალაშვილი (მერებაშვილი 46’), ჩისკო, დვალი (კვირკველია 74’)

შახტარი: პიატოვი, კუჩერი (გლუშიცკი 80’), რაკიცკი (ვოლოვიკი 56’), სრნა (სობოლი 67’), ჰუბშმანი (სტეპანენკო 46’), კოშტა, გრეჩიშკინი (პატრიკი 56’), ტისონი, ტეშეირა, ლუისადრიანო (მაიკონი 89’), ისმაილი (კობინი 67’)

გაფრთხილება: მერებაშვილი

გოლი: 1:0 ჩისკო 34

შეგახსენებთ , რომ დინამოელები მომავალ ამხანაგურ მატჩს რუმინულ "კლუჟთან" გამართავენ.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივნისი 2019 (250)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
რეკლამა