Image

ზლატანი ბალოტელის “მილანში” ეპატიჟება

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 21-ნოე, 16:369 beqa_beqa 1369


















იტალიური “მილანის” შვედი თავდამსხმელი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი მარიო ბალოტელის, რომელთან ერთადაც იგი “ინტერში” თამაშობდა, “როსონერიში” ეპატიჟება.
ცოტა ხნის წინათ, შავკანიანმა იტალიელმა ზლატანთან ერთად კვლავ თამაშის სურვილი გამოთქვა, რასაც მალევე გამოეხმაურა შვედი: “ძალიან მიხარია, რომ ბალოტელის ასეთი სრუვილი აქვს. ზაფხულში მან არაერთხელ დამირეკა და “მანჩესტერ სიტიში” გადასვლა მირჩია. ბალოტელი შესანიშნავი ფეხბურთელია და მან სწრაფად გაიარა ადაპტაცია ინგლისში, მაგრამ თუ მას ჩემთან ერთად კვლავ თამაშის სურვილი, მოუწევს “მილანში” გადმოვიდეს”.
შეგახსენებთ, რომ ბალოტელის “სიტიში” გადასვლიდან მალევე, გავრცელდა ხმები, რომელთა თანახმადაც, განური ფესვების მქონე ფეხბურთელის საყვარელი კლუბი სწორედ “მილანი” ყოფილა.
აქვე აღვნიშნავთ, რომ იბრაჰიმოვიჩი ბალოტელის მილანურ კლუბში კი ეპატიჟება, მაგრამ ჯერჯერობით არც თავად იგია “როსონერის” სრულფასოვანი წევრი. შვედი ჯერ კიდევ “ბარსელონას” ეკუთვნის და თუ იტალიელებმა მისი გამოსყიდვის სურვილი არ გამოთქვეს, მას კატალონიაში დაბრუნება მოუწევს. მაგრამ ისიც აღსანიშნავია, რომ ზლატანის მიერ ნაჩვენები შედეგების გათვალისწინებით, ძნელი წარმოსადგენია “მილანმა” მასში 24 მილიონის გადახდაზე უარი თქვას.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
beqa_beqa 21 ნოემბერი 2010 16:37
ო ეს რო მილანში გადავიდეს მერე ნახეთ ჩხუბები.
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივნისი 2019 (262)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
რეკლამა