Image

მოიესი: “რუნი არ იყიდება”

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 07-ივლ, 01:469 Lionel_10 1237


















“ემიუს” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ინგლისის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელის ტრანსფერთან დაკავშირებული გავრცელებული ჭორები უარყო.

სამწვრთნელო კარიერის დასრულების შემდეგ, ალექს ფერგიუსონმა განაცხადა, რომ უეინ რუნის “მანჩესტერ იუნაიტედის” დატოვება სურს, რამაც პრესაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

ახლა კი, მედიის წინაშე პირველად წარსდგა სერ ალექსის შემცვლელი, დევიდ მოიესი. რუნის შესაძლო წასვლასთან დაკავშირებულ შეკითხვას შოტლანდიელმა მოკლედ, მაგრამ გასაგებად უპასუხა.
რუნი არ იყიდება.

იგი “მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელია და მასთან ერთად მუშაობის დაწყებას სულმოუთმენლად ველი”.

“უეინს ველაპარაკე. მასთან რამოდენიმე შეხვედრა გვქონდა დაგეგმილი, სადაც ყველაფერი გადაწყდა”.

“იგი კარგ ფორმაშია. ყველაფრის გაკეთებას ვეცდებით, რათა ყველამ რუნი ოპტიმალურ ფორმაში იხილოს”, – განაცხადა დევიდ მოიესმა.

შეგახსენებთ, რომ უეინ რუნის სახელს “რეალს”, “პსჟ ”-ს, “ჩელსის”, “არსენალისა” და “ბარსელონას” უკავშირებდნენ.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივნისი 2019 (275)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
რეკლამა