Image

ლევან ყიფიანი კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატებს შეხვდა

სიახლეები / კალათბურთი / ქართული კალათბურთი 02-დეკ, 20:079 Sandro Sapanadze 10 2233


















30 ნოემბერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ლევან ყიფიანი საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატებს - მიხეილ ახვლედიანს, ვლადიმერ ბოისას, მიხეილ გაბრიჩიძეს და კახა შენგელიას სამინისტროში შეხვდა.

სამინისტროს ინიციატივით დაგეგმილ შეხვედრაზე, რომელიც ქართულ საკალათბურთო სამყაროში არსებული ნერვიული და დაძაბული ფონის განმუხტვას ემსახურებოდა, საუბარი იყო საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელიც 11 დეკემბერს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში" გაიმართება.

ითქვა რომ, აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, არჩევნები უნდა ჩატარდეს დემოკრატიულ გარემოში, სამართლიანობის პრინციპების მაქსიმალური დაცვით, ხოლო პასუხისმგებლობა არჩევნების სამართლიანად ჩატარებაზე ყველა მხარემ უნდა გაითავისოს.

პრეზიდენტობის ოთხივე კანდიდატთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, ლევან ყიფიანმა ქართულ კალათბურთში არსებულ დღევანდელ მდგომარეობაზე ვეტერან კალათბურთელებთან და მწვრთნელებთან ისაუბრა.

11 დეკემბერს დაგეგმილ კალათბურთის ფედერაციის საარჩევნო-საანგარიშო ყრილობაში მონაწილეობას ხმის უფლების მქონე 40 დელეგატი მიიღებს და კალათბურთის ფედერაციის ახალ პრეზიდენტს აირჩევს. ყრილობა 11 დეკემბერს 12:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
აპრილი 2019 (359)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
დეკემბერი 2018 (539)
ნოემბერი 2018 (413)
რეკლამა