Image

ხელბურთის ფედერაციაში 18-წლამდელთა ნაკრების წარმატება შეფასდა

სიახლეები / სხვა სახეობები 02-დეკ, 20:199 Sandro Sapanadze 10 1446


2 დეკემბერს ხელბურთის ფედერაციაში პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე თამაზ თევზაძე დაესწრო და ხელბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან ერთად 18-წლამდელ ხელბურთელთა მიერ საერთაშორისო ტურნირზე მოპოვებული გამარჯვება შეაფასა.

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა სომხეთის დედაქალაქ ერევანში პრემიერ-მინისტრის თასი მოიგო! გადამწყვეტ, მესამე შეხვედრაში ტიტე კალანდაძის და გიორგი გვაზავას გაწვრთნილმა გუნდმა რუსეთს 33:28 სძლია და მთავარი პრიზი აღმართა.

საერთაშორისო ტურნირის საწყის მატჩში ახალგაზრდა ქართველმა ხელბურთელებმა უკრაინას სძლიეს - 33:28, მეორე ტურში კი მასპინძელთა ნაკრები დაამარცხეს 32:21. ამ შეხვედრებში განსაკუთრებით გამოირჩა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შუამარბი თეიმურაზ ორჯონიკიძე, რომელმაც რუსეთთანაც შესანიშნავად იასპარეზა და 11 გოლი გაიტანა.

ჩვენი გუნდი ევროპის 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის ემზადება. ოფიციალური თამაშები 10-12 იანვარს ხორვატიაში გაიმართება, საქართველოს ნაკრების მეტოქეები კი მასპინძელთა გარდა მაკედონიელი და ჰოლანდიელი ხელბურთელები იქნებიან. 10 იანვარს საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ჰოლანდიელ თანატოლებს გაეჯიბრება, 11 იანვარს მასპინძლებს, 12 იანვარს კი მაკედონიას. ევროპის ჩემპიონატს 18-წლამდელ ხელბურთელთა შორის 2014 წლის აგვისტოში პოლონეთი უმასპინძლებს. ფინალურ ეტაპზე შესარჩევი ჯგუფის 2 მოწინავე გუნდი იასპარეზებს.

* * *
30 ნოემბერი, 2013. საერთაშორისო ტურნირი - პრემიერ-მინისტრის თასი. სომხეთი, ერევანი
რუსეთი U18 28:33 საქართველო U18
საქართველო:
ირაკლი ხიდეშელი, ზურაბ ცინცაძე, თეიმურაზ ორჯონიკიძე (11), ალექსანდრე ცხვარაშვილი (9), გივი გიორგაძე (1), მიხეილ ნაზღაიძე, ამირან აბჟანდაძე, ვლადიმერ ბაძაღუა, ჯაბა ხაჟომია (7), გაგა დემეტრაშვილი, გიგა კოხრეიძე (1), ირაკლი გოგოლაძე (4), გიორგი დიხამინჯია, კირილე ცუხიშვილი
მწვრთნელები: ტიტე კალანდაძე და გიორგი გვაზავა

29 ნოემბერი, 2013. საერთაშორისო ტურნირი - პრემიერ-მინისტრის თასი. სომხეთი, ერევანი
სომხეთი U18 21:32 საქართველო U18
საქართველო:
ირაკლი ხიდეშელი, ზურაბ ცინცაძე, თეიმურაზ ორჯონიკიძე (7), ალექსანდრე ცხვარაშვილი, გივი გიორგაძე, მიხეილ ნაზღაიძე, ამირან აბჟანდაძე (9), ვლადიმერ ბაძაღუა (5), ჯაბა ხაჟომია, გაგა დემეტრაშვილი (6), გიგა კოხრეიძე (2), ირაკლი გოგოლაძე, გიორგი დიხამინჯია (3), კირილე ცუხიშვილი
მწვრთნელები: ტიტე კალანდაძე და გიორგი გვაზავა.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (236)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა