სფფ-ის განცხადება თემურ ქეცბაიასთან დაკავშირებით

სიახლეები / ფეხბურთი / საქართველო 03-დეკ, 13:349 Sandro Sapanadze 10 914 0





საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის - თემურ ქეცბაიასა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის არსებული ხელშეკრულების პირობები, უკანასკნელი დღეების განმავლობაში საზოგადოებისა და მედიის განსჯის საგნად იქცა.

ვინაიდან, ხელშეკრულების ვადებმა გარკვეული დაბნეულობა გამოიწვია, საჭიროდ მივიჩნიეთ გავაკეთოთ განმარტება და ყველა დაინტერესებული პირისათვის გასაგები გავხადოთ კონტრაქტის სადაო პუნქტები.

თემურ ქეცბაიას და სფფ-ის მოქმედი ხელშეკრულება 2011 წლის 12 სექტემბრიდან 2015 წლის 12 სექტემბრამდე აკავშირებს. რაც გულისხმობს მწვრთნელის მუშაობის 4 წელს.
რაც შეეხება აქამდე გავრცელებულ ინფორმაციას - ხელშეკრულების 2+2 წლიანი ვარიანტის შესახებ, ის ხელშეკრულების გაფორმების დღიდან განმარტებული იყო არა როგორც ხელშეკრულების პირობა, არამედ, როგორც ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბის სამუშაო გეგმა.

აქვე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის იურიდიული სამსახური ოფიციალურად განმარტავს: „კონტრაქტის გაფორმების დღიდან - დღემდე, მასში აღნიშნული ვადები უცვლელია და არანაირი ახალი კონტრაქტი ან რაიმე სახის შეთანხმება თემურ ქეცბაიასთან არ გაფორმებულა. კონტრაქტი 4 წლიანია და გრძელდება 2015 წლის 12 სექტემბრამდე.“

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა