Image

15-წლამდელთა ნაკრებმა "ბეშიქთაშის" 16-წლამდელებთან წააგო

სიახლეები / კალათბურთი / ქართული კალათბურთი 04-დეკ, 14:119 Sandro Sapanadze 10 2288


















საქართელოს 15-წლამდელთა ნაკრებმა მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა თურქეთში, სტამბოლურ გრანდ "ბეშიქთაშის" 16-წლამდელთა გუნდთან. შეხვედრა IBB-სთან წინა მატჩის ანალოგიური გამოდგა. ქართველები 1 წლით უფროსი ასაკის გუნდს ხვდებოდნენ, პირველი მეოთხედი მოიგეს, თუმცა საბოლოოდ მაინც დამარცხდნენ.

ნიკოლოზ ჩერქეზიშვილისა და ზურა ტომარაძის გაწვრთნილმა 15-წლამდელებმა პირველი მეოთხედი 15:13 მოიგეს. მეორე პერიოდიდან მასპინძლებმა გარდატეხის მოხდენა მოახერხეს. ქართველები ბოლომდე იბრძოდნენ და უპირატესობის შესანარჩუნებლად ყველაფერს აკეთებდნენ, თუმცა ასაკმა თავისი გაიტანა. "ბეშიქთაშის" კალათბურთელებმა მეორე მეოთხედი 8 ქულით მოიგეს, მომდევნო პერიოდებშიც იძალეს და საბოლოოდ 20 ქულის სხვაობით - 72:52 გაიმარჯვეს.

ქართველებს აკაკი ფიფიამ ულიდერა, რომელმაც პირად ანგარიშზე 21 ქულა ჩაიწერა. ზაურ ჯანელიძემ ნაკრებს 11 ქულა შემატა. ჩვენი გუნდი ხვალ კიდევ ერთ თურქულ გრანდ "ეფესის" 16-წლამდელთა გუნდს დაუპირისპირდებიან.


ამხანაგური მატჩი. სტამბოლი. 3 დეკემბერი

ბეშიქთაში (U16) 72:52 საქართველო (U15)

13:15, 20:12, 16:8, 23:17

საქართველო: კაკუბერი, ყირიმელი, მდივანი, ა. ფიფია (21), ბ. ქავთარაძე (3), ჩეჩელაშვილი, ალავიძე (4), ბითაძე (6), ხურცილავა, გაფრინდაშვილი (3), მამუკელაშვილი (4), ჯანელიძე (11), აბულაძე.

საქართველოს კალათბურთის ფედერაცია


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
აპრილი 2019 (359)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
დეკემბერი 2018 (539)
ნოემბერი 2018 (413)
რეკლამა