ანდერსონი “ფიორენტინაში” სამედიცინო შემოწმებას გაივლის

სიახლეები 17-იან, 19:369 gikush25 975 0






მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი ანდერსონი ფლორენციაში ჩაფრინდა და “ფიორენტინას” ბაზაზე სამედიცინო შემოწმებას გაივლის. ამის შესახებ “იების” ოფიციალური საიტი იუწყება.

ბრაზილიელი ფლორენციელთა რიგებში სეზონის ბოლომდე იჯარით იასპარეზებს, ზაფხულში კი, “ფიორენტინას” მისი გამოსყიდვა 6.5 მილიონ ევროდ შეეძლება. საგულისხმოა, რომ თავად ფეხბურთელს იტალიელებთან სრულფასოვანი კონტრაქტის გაფორმება ახლავე სურდა.

ცნობისათვის, ანდერსონმა ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში მხოლოდ 4 მატჩი ჩაატარა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018