დღის ახალი ამბები

ედინ ჯეკო გუნდიდან მოკვეთეს და კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს - საქმე რთულადაა

ედინ ჯეკო გუნდიდან მოკვეთეს და კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს - საქმე რთულადაა
25-01-2021, 19:41

იტალიური სპორტული გამომცემლობის ინფორმაციით, ედინ ჯეკო გუნდის ძირითადი შემადგენლობიდან ამორიცხეს და კაპიტნის სამკლაურიც ჩამოართვეს.

უცნობია როგორ დალაგდება სიტუაცია,  თუმცა გამომცემლობის ინფორმაციით, საქმე ჯეკოსა და მწვრთნელის ფონსეკას პირად დაპირისპირებას ეხება.

არსებული ინფორმაციით, ჯეკო ფონსეკას მუშაობით ისედაც უკმაყოფილო იყო, რასაც მისი არასათამაშო დრო დაემატა. გუნდი ორ ნაწილადაა გაყოფილი, ნაწილი ჯეკოს მხარესაა, ნაწილი კი ფონსეკას უჭერს მხარს. 

უცნობია რა პოზიციას იზიარებს გუნდის ხელმძღვანელობა.




გაზიარება
მოინახულეს 908-ჯერ
კომენტარები
რეკლამა