Image

დილარ ხაბულიანმა თანამდებობა დატოვა

სიახლეები / სხვა სახეობები / ჭიდაობა 20-სექ, 20:009 Sportnews 2995


















20 სექტემბერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში მინისტრი ლადო ვარძელაშვილი ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტს დილარ ხაბულიანს შეხვდა, რის შემდეგაც ხაბულიანმა თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. ძიუდოს ფედერაციაში აგრეთვე თავისუფალია ნაკრების მთავარი მწვრთნელის და სამწვრთნელო შტაბის თანამდებობები.

ახალი პრეზიდენტის და სამწვრთნელო შტაბის ვინაობა ცნობილი უახლოეს მომავალში გახდება, მანამდე კი პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე-პრეზიდენტი გიორგი ალექსიძე შეასრულებს.

ლადო ვარძელაშვილი:" ეს გადაწყვეტილება ყველაზე უფრო ოპტიმალურია იაპონიაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ. თავიდანვე ვამბობდი, რომ ყველას პასუხისმგებლობის საკითხი დადგებოდა, ვინც ვალდებული იყო ნაკრების საორგანიზაციო საკითხები სათანადოდ მოეგვარებინა, მაგრამ ეს ვერ გააკეთა. როგორც იცით თანამდებობა დატოვა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა და სამწვრთნელო შტაბმა. დღეს კი პრეზიდენტის პოსტიც განთავისუფლდა".

დილარ ხაბულიანი:" თანამდებობის დატოვება ჯერ კიდევ ორი თვის წინ გადავწყვიტე და ეს ამბავი ძიუდოს ფედერაციაში ყველამ იცოდა. შვებულებაშიც ორი თვის წინ შეგნებულად გავედი და დაბრუნებას უკან ისედაც აღარ ვაპირებდი".


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივნისი 2019 (176)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
რეკლამა