დღის ახალი ამბები

რატომ არ ითამაშა ჩაკვეტაძემ კონფერენს ლიგის შეხვედრაში?

რატომ არ ითამაშა ჩაკვეტაძემ კონფერენს ლიგის შეხვედრაში?
24-07-2021, 09:38

რამდენიმე დღის წინ "გენტი" კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ნორვეგიულ "ვალერენგას" დაუპირისპირდა.

 გიორგი ჩაკვეტაძეს გუნდმა აღნიშნულ შეხვედრაში 4:0 იმარჯვა, აღსანიშნავია რომ  განაცხადში ქართველი ფეხბურთელი არ ყოფილა.

როგორც გაირკვა წინა სამი დღე ჩაკვეტაძეს მაღალი ტემპერატურა ჰქონდა და არ უვარჯიშია, ამიტომ ის განაცხადს მიღმა დარჩა.

ახალგაზრდა შემტევს კორონა არ დაუდასტურდა და მან ვარჯიში უკვე განაახლა.





გაზიარება
მოინახულეს 902-ჯერ
კომენტარები
რეკლამა