"აიაქსი" ლუის სუარესს დასჯის

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 23-ნოე, 12:079 FCB 1056 0






ამსტერდამის "აიაქსის" ხელმძღვანელობა გუნდის ლიდერს, ურუგვაელ ლუის სუარესს ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასჯის. ამის მიზეზი ჰოლანდიის ჩემპიონატის მე-14 ტურში მომხდარი ეპიზოდი გახდა. ერთ-ერთ სათამაშო მომენტისას, ამსტერდამელთა ურუგვაელმა შემტევმა პსვ-ს ფეხბურთელ ოტმან ბაკალას მხარზე უკბინა.
მართალია, ეს ინციდენტი მატჩის არბიტრთა თვალთახედვის მიღმა დარჩა და სუარესმაც თამაში წყნარად ჩაამთავრა, მაგრამ მატჩის დასრულების შემდეგ, მომხდარის შესახებ ყველა შეიტყო. უკვე საქმის კურსში არიან ერედივიზიონის ხელმძღვანელებიც, რომელთა მხრიდან ურუგვაელს სასჯელი არ აცდება.
"აიაქსის" შეფები კი, ჰოლანდიური ლიგის დისციპლინართა ვერდიქტს არ დაელოდნენ და სამხრეთამერიკელ გოლეადორს ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერეს. თუმცა, ეს სასჯელი ჩემპიონთა ლიგის მატჩებზე არ გავრცელდება და სამშაბათს "რეალის" წინააღმდეგ ლუის სუარესი აუცილებლად ითამაშებს. ხოლო შემდეგ ერედივიზიონის 2 შეხვედრის გამოტოვება მოუწევს. კლუბმა ურუგვაელს ფინანსური ჯარიმაც დააკისრა, რომლის ოდენობა ჯერჯერობით არ სახელდება.
ლუის სუარესი "აიაქსის" ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირია. ამსტერდამელთა რიგებში ჩატარებულ 154 შეხვედრაში მას 110 გოლი აქვს გატანილი. მიმდინარე სეზონში კი, ყველა რანგის ტურნირში 19 მატჩი გამართა და მეტოქეთა კარის აღება 11-ჯერ მოახერხა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018