დღის ახალი ამბები

საფრანგეთის პრეზიდენტი ქართველი სპორტსმენით აღფრთოვანებულია - რა განცხადა მაკრონმა ?

საფრანგეთის პრეზიდენტი ქართველი სპორტსმენით აღფრთოვანებულია - რა განცხადა მაკრონმა ?

ლუკა მხეიძე საფრანგეთის ძიუდოისტთა ნაკრების წევრია, რომელიც -60 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს. 25 წლის სპორტსმენმა დღეს, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოსთვის შეხვედრაში კორეელი ჯინ ვონ კიმი დაამარცხა.

“ოლიმპიური თამაშები დიდებული ადამიანური ისტორიებით შედგება. ლუკა მხეიძე საქართველოში დაიბადა, 2015 წელს კი საფრანგეთის მოქალაქე გახდა. მან სულ ახლახანს საფრანგეთს ტოკიოში პირველი მედალი მოუტანა. ქვეყანა, რომელიც მან აირჩია, მისით ამაყობს!”, – აცხადებს მაკრონი.




გაზიარება
მოინახულეს 1 403-ჯერ
კომენტარები
რეკლამა