აირჩიეთ გუნდი:

ტატიშვილი საუკეთესო მაჩვენებელს ინარჩუნებს, კალაშნიკოვა ორასეულს დაუბრუნდა



ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) განახლებულ რეიტინგში საქართველოს პირველი ჩოგნის სტატუსი ანა ტატიშვილმა შეინარჩუნა, ცვლილებებიდან ყველაზე გამოსარჩევი კი, ალბათ, ოქსანა კალაშნიკოვას საუკეთესო ორასეულში დაბრუნებაა.
გასულ კვირაში კალაშნიკოვამ ოპოლეს 25-ათასიან ტურნირზე წყვილთა გათამაშებაში იმარჯვა, ერთეულებში კი მეოთხედფინალში გააღწია, რამაც მცირედით ახეირა. ოქსანას 297 ქულა მოუგროვდა და ერთეულთა კლასიფიკაციაში 207-ედან 198-ე პოზიციაზე გადაინაცვლა, წყვილებში კი 160-ე ადგილზეა.
როგორც აღვნიშნეთ, ქართველთაგან საუკეთესო შედეგი ანა ტატიშვილს გააჩნია, რომელმაც 502 ქულით კარიერისთვის საუკეთესო 134-ე საფეხური შეინარჩუნა, საქართველოს მე-3 ჩოგანი კი მაკა ჩახნაშვილია, რომელიც ორი პოზიციით დაწინაურდა და ახლა, 151-ეა.
134 (134). ანა ტატიშვილი – 501 ქულა; 198 (207). ოქსანა კალაშნიკოვა – 297; 251 (253). მაკა ჩახნაშვილი – 216; 273 (272), სოფო შაფათავა – 187; 292 (292). თათია მიქაძე – 168; 397 (400). სოფო ქვაცაბაია – 100; 590 (590). მანანა შაფაქიძე – 44; 616 (615). ეკატერინე გორგოძე – 39; 1090 (1091). ანა ჯიქია – 4;
სახარბიელო სიტუაცია ნამდვილად არ გახლავთ პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) რეიტინგში, სადაც ქართველთაგან საუკეთესო ნიკოლოზ ბასილაშვილი 30 ქულით 642-ე ადგილამდე დაქვეითდა, ლადო ჩიხლაძეს კი 11 ქულით 855-ე საფეხური უკავია.

 
Загрузка...
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

FCB

0

969
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

დღის სიახლეები

ოფიციალური გვერდი

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

www.esport.ge -

All right reserved.