Image

მაურინიო: “კაკა არსად მიდის!”

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 23-ნოე, 12:499 FCB 1347


















რეალ მადრიდის ამჟამინდელ მწვრთნელ ჟოზე მაურინიოს სჯერა რომ კაკა მათ დაეხმარება ტიტულების მოპოვებაში. პრესასთან საუბრისას პორტუგალიელმა განაცხადა, რომ იგი არ აპირებს არცერთი ფეხბურთელის შეძენას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისას თუ კაკა ამ პერიოდში დაუბრუნდება გუნდს.

მოგეხსენებათ რომ ბრაზილიელ სუპერვარსკვლავს მუხლზე ტრავმა აგვისტოში გაუმიზეზდა და აგერ უკვე მეოთხე თვე იწურება რაც იგი გულშემატკივარს მოედანზე არ უხილავს. ტრავმის მოშუშების პერიოდში მრავალი მითქმამოთქმა არსებობდა ბრაზილიელზე, ბევრიც დაიწერა მის შესაძლო ტრანსფერზე ინტერში… მაგრამ როგორც ჩანს ჟოზე მაურინიოს მაინც სჯერა მისი და არც აპირებს კაკას გუნდიდან გაშვებას.

“ზამთარში ჩვენი დიდი შენაძენი კაკა იქნება …”-აცხადებს ჟოზე FIFA-ს ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში. “იგი ჩვენ ნამდვილად ბევრს შეგვმატებს. განა ყველა გუნდს შეუძლია ზამთრის ტრანსფერისას ესეთი ფეხბურთელის შემომატება?!”

მაურინიომ აგრეთვე ისაუბრა კარიმ ბენზემაზეც:

“კარიმს უნდა ესმოდეს რომ მის საუკეთესო ფორმას წელს ვერ აჩვენებს, მან ბევრი უნდა ივარჯიშოს რათა თავის ჩეულ სტილს დაუბრუნდეს. ის ვარჯიშს ნადვილად არ იზარებს და თვითონაც ვამჩნევ მის პროგრესს. ძალიან მინდა რომ მან ისევე ითამაშოს როგორც ამას ლიონში აკეთებდა…”

ჟოზემ აგრეთვე კომენტარი გააკეთა მის შესაძლო ინგლისში გადაბარგებაზეც:

“მე ნამდვილად ვაპირებ პრემიერ ლიგაში დაბრუნებას, მაგრამ ნამდვილად არ ვჩქარობ ამას. რეალი დიდი გუნდია და ძალიან მსიამოვნებს აქ მუშაობა. მინდა რომ ამ გუნდთან ერთად ერთი დიდი ისტორია დავწერო.”

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივნისი 2019 (250)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
რეკლამა