დღის ახალი ამბები

"არას­დროს ავი­წყდე­ბა სა­კუ­თა­რი ფეს­ვე­ბი. ბევ­რი დაბ­რკო­ლე­ბა გადალახა, ფი­ნან­სუ­რი თუ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი სიძ­ნე­ლე­ე­ბი" - ვინ არის და როგორ ცხოვრობს ქართველი, რომელმაც საფრანგეთს ოლიმპიური მედალი მოუტანა?

"არას­დროს ავი­წყდე­ბა სა­კუ­თა­რი ფეს­ვე­ბი. ბევ­რი დაბ­რკო­ლე­ბა გადალახა, ფი­ნან­სუ­რი თუ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი სიძ­ნე­ლე­ე­ბი" - ვინ არის და როგორ ცხოვრობს ქართველი, რომელმაც საფრანგეთს ოლიმპიური მედალი მოუტანა?

24 ივ­ლი­სი ტო­კი­ოს ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე ემო­ცი­უ­რი აღ­მოჩ­ნდა. საფ­რან­გეთს პირ­ვე­ლი მე­და­ლი ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის ძი­უ­დო­ის­ტმა, ლუკა მხე­ი­ძემ მო­უ­ტა­ნა. ლუ­კამ ბრინ­ჯა­ოს მე­და­ლი მო­ი­პო­ვა.

"ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბი შე­სა­ნიშ­ნა­ვი ადა­მი­ა­ნუ­რი ის­ტო­რი­ე­ბია. სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ბა­დე­ბულ­მა ლუკა მხე­ი­ძემ, რო­მე­ლიც 2015 წელს საფ­რან­გე­თის მო­ქა­ლა­ქე გახ­და, ახ­ლა­ხან ტო­კი­ო­ში პირ­ვე­ლი მე­და­ლი მო­ი­პო­ვა. ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც მან აირ­ჩია, მი­სით ამა­ყობს", - და­წე­რა საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ემა­ნუ­ელ მაკ­რონ­მა ტვი­ტერ­ში.

ლუკა მხე­ი­ძე 60 კგ წო­ნით კა­ტე­გო­რი­ა­ში ბრინ­ჯა­ოს მედ­ლის­თვის ას­პა­რე­ზობ­და. მან სამ­ხრეთ კო­რე­ე­ლი ჯინ ვონ კიმი იპო­ნით და­ა­მარ­ცხა და ოლიმ­პი­ურ კვარ­ცხლბეკ­ზე ავი­და. 25 წლის ძი­უ­დო­ის­ტი უკვე მე-6 წე­ლია საფ­რან­გე­თის სა­ხე­ლით ას­პა­რე­ზობს. ტო­კი­ოს ოლიმ­პი­ა­დამ­დე მისი ყვე­ლა­ზე დიდი მიღ­წე­ვა ევ­რო­პის 2021 წლის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ლი­სა­ბონ­ში მო­პო­ვე­ბუ­ლი ვერ­ცხლის მე­და­ლი იყო.

ლუკა მხე­ი­ძე, 1996 წლის 5 იან­ვარს, თბი­ლის­ში, და­ი­ბა­და. სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა ჩემ­პი­ონ­მა ოჯახ­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლო 2009 წელს, 12 წლის ასაკ­ში და­ტო­ვა. რვა თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ოჯა­ხი პო­ლო­ნეთ­ში ცხოვ­რობ­და, 2010 წელს პა­რიზ­ში ჩა­ვიდ­ნენ, სა­დაც პო­ლი­ტი­კუ­რი სტა­ტუ­სით თავ­შე­სა­ფა­რი ითხო­ვეს. საფ­რან­გე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა ლუ­კამ 2015 წელს მი­ი­ღო.

2018 წელს იგი მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის მე­სა­მე ტურ­ში რუ­სე­თის სა­ხე­ლით მო­ას­პა­რე­ზე ქარ­თუ­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბის სპორ­ტსმენ­მა რო­ბერტ მშვი­დო­ბა­ძემ სძლია. 2021 წელს ლუკა მხე­ი­ძემ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე 60 კგ წო­ნით კა­ტე­გო­რი­ა­ში, ეს­პა­ნე­ლი ფრან­სის­კო გა­რი­გო­სი და­ა­მარ­ცხა.

საფ­რან­გე­თი ზა­ფხუ­ლის 32-ე ოლიმ­პი­ა­და­ზე ტო­კი­ო­ში 398 სპორ­ტსმე­ნი­თაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი და ქარ­თვე­ლი ლუკა მხე­ი­ძე პირ­ვე­ლი მათ­გა­ნია, ვინც ფრან­გებს მე­და­ლი მო­უ­ტა­ნა.

ლუკა და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი არ არის. მას სამი და ყავს. მე­სა­მე, ყვე­ლა­ზე უმ­ცრო­სი და საფ­რან­გეთ­ში და­ი­ბა­და.

დედ­მა­მიშ­ვი­ლებ­ში უფ­რო­სი ვეკო მხე­ი­ძეა. ლუ­კას შე­სა­ხებ უფრო მე­ტის გა­სა­გე­ბად, ambebi.ge ვე­კოს საფ­რან­გეთ­ში და­უ­კავ­შირ­და. განაგრძეთ კითხვა




გაზიარება
მოინახულეს 1 984-ჯერ
კომენტარები
რეკლამა