რონალდუ რეალის ისტორიის გადაწერას განაგრძობს

სიახლეები / უცხოური ფეხბურთი 13-სექ, 14:329 Sportnews 1385 0






მადრიდის "რეალში" 21-ე საუკუნის დი სტეფანო აღმოაჩინეს, სწორედ ასე უწოდა ესპანურმა პრესამ პორტუგალიელ ფეხბურთელს კრიშტიანუ რონალდუს. პორტუგალიელი ვარსკვლავი "რეალის" ისტორიის გადაწერას განაგრძობს.

გუშინ საფეხბურთო პუბლიკამ რონალდუს მორიგი შოუ იხილა, პორტუგალიელმა ლა ლიგის ეგიდით "ესპანიოლთან" გამართულ დაპირისპირებაში პენტა ტრიკი შეასრულა ანუ 5 გოლი გაიტანა. ამ გოლების წყალობით კრიშტიანუ რონალდუ "ლა ლიგის" მასშტაბით მადრიდის "რეალის" ისტორიაში უკვე საუკეთესო ბომბარდირი გახდა. პორტუგალიელს ესპანეთის ჩემპიონატში უკვე 231 გოლი აქვს გატანილი (203 მატჩში), რაც უკვე 3 გოლით აღემატება რაულის მონაგარს (228 გოლი 550 მატჩში).

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუ მხოლოდ 6 წელი თამაშობს რეალში და ასეთი შედეგი მართლაც საოცარებაა.

რონალდუ რეალის ისტორიის გადაწერას განაგრძობს



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018