Image

მორატი ბენიტესის წასვლას გამორიცხავს

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 23-ნოე, 18:029 FCB 931


მილანის “ინტერის” მფლობელმა, მასიმო მორატიმ ღიად დაუჭირა მხარი გუნდის მთავარ მწვრთნელს, რაფაელ ბენიტესს.
“ბენიტესის მჯერა, ის კარგი მწვრთნელია. პრესაში უკვე გაჩნდა მისი შემცვლელების გვარები, მაგრამ ამას ყურადღებას არ ვაქცევ. ბენიტესს ცუდი პერიოდი უდგას, რადგან გუნდს ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი ჰყავს. მომავალ თვეში 10 მოთამაშე დაგვიბრუნდება და რაფასაც მეტი არჩევანის საშუალება ექნება”,- ციტირებს მორატის Goal-ი.
“ინტერმა” სერია A-ს ბოლო ოთხ მატჩში გამარჯვების მოპოვება ვერ მოახერხა და მე-6 ადგილამდე ჩამოქვეითდა. “ნერაძურის” აქტივში 20 ქულაა და ლიდერ “მილანს” 9 ქულით ჩამორჩება.


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (131)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა
[aviable=main] [/aviable]