დღის ახალი ამბები

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ოლიმპიადაზე ასპარეზობა ისტორიული და რეკორდული შედეგით დაასრულა!!!

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ოლიმპიადაზე ასპარეზობა ისტორიული და რეკორდული შედეგით დაასრულა!!!
30-07-2021, 13:09

საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ძიუდოისტთან ნაკრებს ოლიმპიადაზე ასეთი წარმატებული გამოსვლა არ ჰქონია.

ჩვენი ნაკრების გამოსვლა 1996 წლიდან იწყება.

1996 წელი - ერთი ბრინჯაოს მედალი
2000 წელი - ერთი ბრინჯაოს მედალი
2004 წელი  - ერთი ოქროს და ერთი ვერცხლის მედლები
2008 წელი -  ერთი ოქროს მედალი
2012 წელი - ერთი ოქროს მედალი
2016 წელი - ერთი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედლები

ჩვენ ნაკრებს ორ მედალზე მეტი არც ერთ ოლიმპიურ თამაშებზე არ აუღია, 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე კი ძიუდოისტთა ნაკრებმა 4 მედლის მოპოვება შეძლო, აქედან ერთი ოქრო და სამი ვერცხლი. საერთო ჩათვლაში საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა და მხოლოდ იაპონიას ჩამორჩა.

მართლაც წარმატებულად იასპარეზეს ჩვენმა ძიუდოისტებმა ტოკიოს ოლიმპიადაზე.




გაზიარება
მოინახულეს 3 831-ჯერ
კომენტარები
რეკლამა