Image

“ზესტაფონმა” ახალ ბაზაზე პირველად ივარჯიშა

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 23-ნოე, 20:209 FCB 1328


















ზესტაფონის” ფეხბურთელებმა, საფეხბურთო კლუბის მშენებარე ბაზაზე, სადაც ერთი ბუნებრივსაფარიანი მოედნის მოწყობა დასრულდა, სამშაბათს პირველი ვარჯიში ჩაატარა.
ამის შესახებ “ზესტაფონის” ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება.
წვრთნის დაწყებამდე ბაზა ზესტაფონში მდებარე წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის მოძღვარმა მამა მელიტონმა აკურთხა, ხოლო შემდეგ გია გეგუჩაძე და მისი შეგირდები საქმეს შეუდგნენ.
“ზესტაფონის” მეპატრონეებს ბაზაზე 5 მოედნის გაკეთება აქვთ დაგეგმილი, რომელთაგან, არსებულის ჩათვლით სამი, 2011 წლის გაზაფხულზე მზად იქნება, ხოლო მომავალი წლის ბოლოს 5-ვე მინდორი კეთილმოეწყობა. ამასთანავე, ბაზაზე 60 კაცზე გათვლილი სასტუმრო, ჩოგბურთის კორტები, სატრენაჟორო დარბაზი, სამეურნეო და საკვები ობიექტები უნდა აშენდეს.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
აპრილი 2019 (344)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
დეკემბერი 2018 (539)
ნოემბერი 2018 (413)
რეკლამა