დღის ახალი ამბები

ცნობილი ოჯახის სიძეობა, 3 შვილის მამობა და ამბავი სიყვარულისა - ვარლამ ლიპარტელიანის უცნობი ამბები

ცნობილი ოჯახის სიძეობა, 3 შვილის მამობა და ამბავი სიყვარულისა - ვარლამ ლიპარტელიანის უცნობი ამბები

ლაშა ბექაურის წარმატებული ბრძოლის შემდეგ, ვარლამ ლიპარტელიანმა ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალში, ძიუდოს ტურნირზე (-100 კგ) იაპონელ აარონ ვულფს დაუპირისპირდა და სამწუხაროდ ვაზარით დამარცხდა.
ვარლამ ლიპარტელიანმა პირველ წრეში დაისვენა და ოლიმპიადაზე მერვედფინალიდან ჩაერთო, სადაც ეგვიპტელ რამადან დარვიშს 3 გაფრთხილებით მოუგო, ხოლო მეოთხედფინალში კანადელი შადი ელნაჰასი ორი მოპოვებული ვაზარის შემდეგ იპონით დაამარცხა.
„დაიჯესტი“ ახალგაზრდა ძიუდოისტის პირადი ცხოვრებით დაინტერესდა.

კარიერა

ქართველი ძიუდოისტი. ევროპის 3-გზის ჩემპიონი (2012, 2014, 2016), 4-გზის ვერცხლისა (2009, 2010, 2013, 2015) და ბრინჯაოს (2011) პრიზიორი, ასევე მსოფლიოს ვერცხლისა (2013) და ბრინჯაოს (2014, 2015) პრიზიორი. მსოფლიო თასებზე მოპოვებული აქვს ხუთი ოქროს მედალი. მსოფლიო ჩემპიონი და ევროპის 2-გზის ჩემპიონი ახალგაზრდებში. 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.
„ჩემთვის პირველი დიდი გამარჯვება იყო 2017 წელს, როდესაც მივხვდი, რომ შევძელი ოჯახის და სამშობლოს გახარება. პრაღაში ახალგაზრდებში გავხდი ევროპის ჩემპიონი.,“- ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში ვარლამი.

ოჯახი

32 წლის წარ­მა­ტე­ბულ სპორ­ტულ კა­რი­ე­რას­თან ერ­თად, სპორ­ტსმენს წარ­მა­ტე­ბუ­ლი ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბაც აქვს. ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი 2013 წელს და­ქორ­წინ­და გი­უ­ლი ჭკუ­ა­სელ­ზე.
გო­გო­ნა ცნო­ბი­ლი ქო­რე­ოგ­რა­ფის, ან­სამ­ბლ "ერი­სი­ო­ნის" ხელ­მძღვა­ნე­ლის ჯე­მალ ჭკუ­ა­სე­ლის შვი­ლიშ­ვი­ლია.
წყვილს სამი შვილი ჰყავს - დათა, დემეტრე და ერეკლე.

„ლიპო არის არაჩვეულებრივი მამა. მე შემეძლო თოთო ბავშვი დამეტოვებინა მისთვის და ვიცოდი, რომ ის ბავშვებს ძალიან კარგად მიხედავდა“,- ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში ვარლამის მეუღლე.

მათი სიყვარულის ამბავი მეხუთე კლასიდან დაიწყო.
„კლასელები ვიყავით, მეხუთე კლასიდან შეყვარებული ვარ ამ ადამიანზე. თუმცა, გოგოების ამბავი ხომ იცი, თავს იფასებდა. სადღაც მეშვიდე-მერვე კლასში მესიჯით სიყვარული ავუხსენი და ძალიან გამიბრაზდა: ქუჩაში თუ დამინახავ, გზის მეორე მხარეს გადადი. ეგ როგორ გამიბედეო (იცინიან) – გასვანდა რა. 2012 წელს ბედი სამუდამოდ დავუკავშირეთ ერთმანეთს – ხანმოკლე და ინტენსიური შეყვარებულობის პერიოდი გვქონდა“- ამბობს ვარლამი.

გიული: ყველაფრით მანებივრებდა – ვარდებით, სუნამოებით, საჩუქრებით, ფოიერვერკით... მე კიდევ სულ ვეჩხუბებოდი და ვებუზღუნებოდი. სახლში ყველა მეუბნებოდა, ძალიან კარგი ბიჭიაო. მარტო ბაბუაჩემი ჯემალი მიჭერდა მხარს: თავი დაანებეთ ამ ბავშვს, არ უნდა და ძალააო? არ იცნობდა მაშინ ვარლამს. რომ შეხვდა და გაიცნო, სახლში დაბრუნდა და მითხრა: სულელი ხარ შენ, ბაბუო. შენც, ბაბუ-მეთქი, – ვუპასუხე (იცინის). ერთადერთი მხარდამჭერი მყავდა და ეგეც დავკარგე (იცინიან).
გიული, შენ როგორ ეგუები მეუღლის პროფესიას, რეჟიმს...
გიული ჭკუასელი: ძალიან რთულია, მაგრამ რა უფლება მაქვს, რომ ყველანაირად მხარში არ ამოვუდგე, მით უმეტეს, რომ ასეთი წარმატებულია. კი მიჭირს, ხშირად ვწუწუნებ კიდეც...
ვარლამი: აქედანაც ცრემლით და ტირილით მაცილებს. მეხვეწება, იქნებ, ერთი თვით გადადო წასვლაო (იცინიან). ყოფილა ისე, რომ თვე-ნახევარიც წავსულვარ, ორი-სამი კვირა...
– რამეს არ გაბარებს გიული, უცხოეთიდან რომ ჩამოუტანო?
– არა, არასოდეს. ვეხვეწები, დამაბარე-მეთქი, მაგრამ ჩემს გემოვნებას ენდობა. სხვათა შორის, პრეტენზიული ორსული არაა, შუაღამეზე არ გაუღვიძია და არ უთხოვია, ეს მომიტანეო. უბრალოდ, ხშირად შივდება ხოლმე.
– ხშირად კამათობთ?
– კი. ეს უფრო ბუზღუნა და წუწუნაა. ეხვეწებოდნენ, ჩემპიონატს არ უყუროო, ეშინოდათ, ნერვიულობის გამო მშობიარობა ადრე არ დაწყებოდა.

წყარო : digest.pia.ge




გაზიარება
მოინახულეს 9 886-ჯერ
კომენტარები
რეკლამა