დღის ახალი ამბები

ნახეთ ჯამში რა თანხას მიიღებს ლაშა ტალახაძე საქართველოს მთავრობისგან

ნახეთ ჯამში რა თანხას მიიღებს ლაშა ტალახაძე საქართველოს მთავრობისგან
4-08-2021, 20:37

ლაშა ტალახაძე რომ მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანია, ეს მის დღევანდელ ასპარეზობაზე კიდევ ერთხელ დამტკიცდა. ქართველმა ფალავანმა ტოკიოს ოლიმპიადა 3 მსოფლიო რეკორდითა და ოქროს მედლით დაასრულა. ლაშამ ატაცში 223 კილო, ხოლო აკვრაში 265 კილო დააფიქსირა. ტალახაძე გახდა პირველი სპორტსმენი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ვინც ოლიმპიური ოქრო მეორედ მოიპოვა. ეს მეორე ოქრო იყო მთლიანად ქართული დელეგაციისთვისაც აღნიშნულ ოლიმპიადაზე.

მოგეხსენებათ, მთავრობის გადაწყვეტილებით თითოეული ოლიმპიური ჩემპიონი 1 000 000 ლარს მიიღებს. გარდა ამ თანხისა, ლაშა საქათველოს მთავრობისგან კიდევ 500 000 ლარით დასაჩუქრდება – 300 000 ოლიმპიური რეკორდისთვის, ხოლო 200 000 მსოფლიო რეკორდისთვის. ჯამში ტალახაძის ფულადი მონაგარი 1 500 000 ლარს უტოლდება.

წყარო:leadersport.ge/




გაზიარება
მოინახულეს 5 805-ჯერ
კომენტარები
რეკლამა