დღის ახალი ამბები

"ბევრი იმედგაცრუება, მძიმე მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში, დედისა და ძმების დაკარგვა" - ქართველ ძალოსანთა ტრიუმფის მთავარი შემოქმედის პირადი ცხოვრება, მამის კვალზე წასული ვაჟები და ულამაზესი ქალიშვილები

"ბევრი იმედგაცრუება, მძიმე მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში, დედისა და ძმების დაკარგვა" - ქართველ ძალოსანთა ტრიუმფის მთავარი შემოქმედის პირადი ცხოვრება, მამის კვალზე წასული ვაჟები და ულამაზესი ქალიშვილები

 გიორგი ასანიძე მრა­ვალ­გზის მსოფ­ლიო, ევ­რო­პის და ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი და ორგზის პარ­ლა­მენ­ტა­რია. მრა­ვა­ლი ტო­ნის ამ­წე­ვი და "და­უთ­ვლე­ლი ჯილ­დო­ე­ბის“ მფლო­ბე­ლი, გი­ორ­გი ასა­ნი­ძე ოთხი წლის წინ სა­უ­კე­თე­სო მწვრთნე­ლად და­სა­ხელ­და. "ქარ­თუ­ლი ძა­ლოს­ნო­ბის წარ­მა­ტე­ბა ტრა­დი­ცი­ად გვაქვს სა­ქარ­თვე­ლო­ში. მინ­და, ძა­ლოს­ნო­ბა იყოს ისე­თი ძლი­ე­რი, რო­გო­რიც დღეს არის და ოქ­როს ასო­ე­ბით ჩა­წე­როს თა­ვი­სი ის­ტო­რია, რო­მე­ლიც ლე­გენ­დებს და­უ­კავ­შირ­დე­ბა. გვაქვს სპორ­ტუ­ლი ამ­ბი­ცი­ე­ბი და მინ­და მი­ვაღ­წი­ოთ დიდ მიზ­ნებს ჩემი და სხვი­სი შვი­ლე­ბის სა­ხით. მერ­წმუ­ნეთ, რომ ქარ­თუ­ლი ძა­ლოს­ნო­ბა ყო­ველ­თვის კვარ­ცხლბეკ­ზე იქ­ნე­ბა", - ამ­ბობს და ეჭ­ვის შე­ტა­ნის სა­ფუძ­ვე­ლიც არ გაქვს, როცა დრო­დად­რო ქარ­თვე­ლი ძა­ლოს­ნე­ბის ტრი­უმ­ფის მომსწრე ხდე­ბი.
რო­დე­საც პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბა­ზე ვკი­თხე, მი­პა­სუ­ხა: "დღეს-ხვალ ნამ­დვი­ლად არ დავ­ბრუნ­დე­ბი, უამ­რა­ვი გეგ­მა მაქვს სპორ­ტში. შემ­დეგ ვნა­ხოთ, გა­მო­რი­ცხუ­ლი არა­ფე­რია. თუ აუ­ცი­ლებ­ლო­ბამ მო­ი­თხო­ვა, სა­დაც მა­ღა­ლი იქ­ნე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სი, იქ ვიქ­ნე­ბი. სუ­ლით და გუ­ლით სპორ­ტსმე­ნი ვარ და ეს არის ჩემ­თვის პო­ლი­ტი­კაც, პატ­რი­ო­ტიზ­მიც და ყვე­ლა­ფე­რი. ისე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის საქ­მე, რა­საც დღეს ვემ­სა­ხუ­რე­ბი, ჩემი ად­გი­ლი, ვფიქ­რობ, დარ­ბაზ­შია და მად­ლო­ბა იმ მო­ზღვა­ვე­ბუ­ლი გულ­შე­მატ­კივ­რო­ბის­თვის, რო­მე­ლიც ხალ­ხს აქვს ჩვე­ნი სპორ­ტსმე­ნე­ბის მი­მართ“.

  • ბავ­შვო­ბა
1975 წლის 30 აგ­ვის­ტოს და­ვი­ბა­დე სა­ჩხე­რე­ში, სკო­ლაც იქ და­ვამ­თავ­რე და ამის მერე თბი­ლისს უკავ­შირ­დე­ბა ჩემი ცხოვ­რე­ბა. ჩა­ვა­ბა­რე ფი­ზი­კუ­რი აღ­ზრდი­სა და სპორ­ტის აკა­დე­მი­ა­ში, რო­მელ­საც იმ­ხა­ნად ფი­ზკულ­ტუ­რის ინ­სტი­ტუ­ტი ერ­ქვა. ძა­ლოს­ნო­ბა ბავ­შვო­ბი­დან გახ­და ჩემი გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი. პა­ტა­რა ასაკ­ში გა­მი­ტა­ცა, 10 წლი­სა შე­მიყ­ვა­ნეს და ლა­მის ოთხი ათე­უ­ლი წე­ლია ამ სა­ხე­ო­ბა­ში ვარ. სპორ­ტსმე­ნე­ბის ოჯა­ხი ვი­ყა­ვით, ჩემი ერთი ძმა მოკ­რი­ვე, მე­ო­რე კი ფეხ­ბურ­თე­ლი იყო. ისი­ნი ჩემ­ზე უფ­რო­სე­ბი იყ­ვნენ და ჩემ­გან გან­სხვა­ვე­ბით, მათ სპორ­ტის­თვის თა­ვის და­ნე­ბე­ბამ მო­უ­წი­ათ. სულ მინ­დო­და ძა­ლო­სა­ნი გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი და ალ­ბათ იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ეს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ძა­ლის­მი­ე­რი სპორ­ტის სა­ხე­ო­ბაა. ამას ემა­ტე­ბო­და ის გა­რე­მო, რო­მე­ლიც რა­ი­ონ­ში გვქონ­და - კარ­გი სკო­ლა, რო­მე­ლიც, ტრა­დი­ცი­უ­ლად, წარ­მა­ტე­ბებს აღ­წევ­და.
  • ჩემი წარ­მა­ტე­ბის სა­ი­დუმ­ლო
ყვე­ლა თა­ვის გზას ირ­ჩევს და მეც ავირ­ჩიე. და­ვი­წყე და არც გავ­ჩე­რე­ბულ­ვარ, თუ არ ჩავ­თვლით ფი­ზი­კურ ტრავ­მებს, რო­მე­ლიც პე­რი­ო­დუ­ლად ამ სპორ­ტს თან ახ­ლავს. ბავ­შვო­ბა­ში ხელი მო­ვი­ტე­ხე, რა­მაც 2 წელი გა­მომ­თი­შა სპორ­ტულ კა­რი­ე­რას, თუმ­ცა ის ჟინი ყო­ველ­თვის იყო, მე­ვარ­ჯი­შა და საყ­ვა­რე­ლი საქ­მე გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა. სა­ჩხე­რე­ში 6 წელი გოგი თო­თა­ძეს­თან ვვარ­ჯი­შობ­დი, თბი­ლის­შიც ძა­ლი­ან კარგ მწვრთნელ­თან მოვ­ხვდი - ვანო გრი­ქუ­როვ­თან, მად­ლო­ბე­ლი ვარ ორი­ვე­სი, მათ მი­უ­ძღვით დიდი წვლი­ლი ამ სპორ­ტში თუ რა­მეს მი­ვაღ­წიე, მომ­ცეს რე­ა­ლი­ზე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა და მეც გა­ვა­მარ­თლე მათი იმე­დე­ბი. სპორ­ტის აკა­დე­მი­ის შემ­დეგ, ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ვა­ბა­რე და ეკო­ნო­მი­კის ფა­კულ­ტე­ტიც და­ვამ­თავ­რე. სპორ­ტი რუ­ტი­ნულ შრო­მას ითხოვს და დიდი ხელ­შე­წყო­ბა მქონ­და სას­წავ­ლებ­ლი­დან, რათა მაქ­სი­მუ­მის­თვის მი­მეღ­წია.
ჩემი წარ­მა­ტე­ბის მი­ზე­ზი ალ­ბათ თავ­და­უ­ზო­გა­ვი შრო­მა და მონ­დო­მე­ბა გახ­და. ბევ­რი რა­მის დათ­მო­ბაც მო­მი­წია, იმ ყო­ველ­დღი­უ­რო­ბი­სა, რაც ჩემს თა­ნა­ტო­ლებს ჰქონ­დათ. ალ­ბათ მქონ­და მო­ნა­ცე­მე­ბიც.. ხან წარ­მა­ტე­ბა იქ­ნე­ბა, ხა­ნაც - მარ­ცხი, არც უმა­გი­სო­ბაა... შრო­მას დიდ პა­ტივს ვცემ და მა­ინც, ძა­ლი­ან უნდა გიყ­ვარ­დეს საქ­მე, რო­მელ­საც ხელს მოჰ­კი­დებ. ჩემი პირ­ვე­ლი გა­მარ­ჯვე­ბის სი­ხა­რუ­ლი ბავ­შვო­ბის ასაკს უკავ­შირ­დე­ბა. ახლა სკო­ლის­დრო­ინ­დე­ლი გა­მარ­ჯვე­ბე­ბი მახ­სენ­დე­ბა, რო­გო­რი ამა­ყი ვი­ყა­ვი... ამან მომ­ცა სტი­მუ­ლი, რომ მეტი მეშ­რო­მა და მე­ტის­თვის მი­მეღ­წია. მახ­სენ­დე­ბა პირ­ვე­ლი ეროვ­ნუ­ლი ჩემ­პი­ო­ნა­ტი, მერე ჩემი პირ­ვე­ლი გას­ვლა სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე - იტა­ლი­ა­ში ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტი ჩა­ტარ­და, სა­დაც ვერ­ცხლის მე­და­ლი მო­ვი­პო­ვე. ამას მოჰ­ყვა და მოჰ­ყვა გა­მარ­ჯვე­ბე­ბი. ძა­ლი­ან ბევ­რი ჯილ­დო მაქვს, არ და­მით­ვლია. ის კი ნამ­დვი­ლად ვიცი, რომ მსოფ­ლიო და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტებ­ზე სხვა­დას­ხვა დროს 9 ოქ­როს მე­და­ლი მაქვს მო­პო­ვე­ბუ­ლი. სპორ­ტსმე­ნის­თვის გვირ­გვი­ნი და მწვერ­ვა­ლი ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბია და ვმად­ლობ უფალს, რომ ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მომ­ცა - სიდ­ნე­ი­ში ბრინ­ჯა­ოს ( 2000 წელს), 2004 წელს კი ათენ­ში, ზა­ფხუ­ლის ოლიმ­პი­ა­და­ზე ოქ­როს მე­და­ლი ავი­ღე.
  • "შვი­ლებ­მა მა­მის გზა აირ­ჩი­ეს"
ოჯა­ხი ბევ­რი წლის წინ შევ­ქმე­ნი, 1995 წელს, როცა ჯერ კი­დევ პა­ტა­რა ბიჭი ვი­ყა­ვი. ჩემი მე­უღ­ლე თეა კო­ტუა ოჩამ­ჩი­რი­და­ნაა, ერ­თმა­ნეთს ვიც­ნობ­დით, შეგ­ვიყ­ვარ­და და შე­უღ­ლე­ბა გა­დავ­წყვი­ტეთ. გვყავს ოთხი შვი­ლი - ორი ვაჟი და ორი - ქა­ლიშ­ვი­ლი. კა­ხიმ და სა­ბამ, მა­მის გზა აირ­ჩი­ეს, ორი­ვე ძა­ლო­სა­ნია და ძა­ლი­ან პერ­სპექ­ტი­უ­ლი სპორ­ტსმე­ნე­ბი. ბევ­რი შრო­მა მო­უ­წევთ. ვე­რა­ვინ იტყვის, გახ­დე­ბი­ან თუ არა ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნე­ბი, მაგ­რამ ვიცი, ან­გა­რიშ­გა­სა­წე­ვი ძა­ლად იქ­ცე­ვა ორი­ვე... მე ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ ამის­თვის, სხვა სპო­რრტსმე­ნებს ვას­წავ­ლი ხეზე ას­ვლას და რა თქმა უნდა, ჩემს შვი­ლებ­საც.
მე­უღ­ლეს­თან ერ­თად
გო­გო­ნე­ბი სწავ­ლო­ბენ, უფ­როს­მა - მა­რი­ამ­მა იუ­რი­დი­უ­ლი და­ამ­თავ­რა და მა­გის­ტრა­ტუ­რა­ში სწავ­ლობს, კა­ხიც სწავ­ლობს, ტყუ­პე­ბი - სალი და საბა კი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი არი­ან. ძნე­ლია, შვი­ლე­ბი გა­მოვ­ყო და მათ­ზე, რო­გორც სპორ­ტსმე­ნებ­ზე, ცალ­კე ვი­სა­უბ­რო. გუნდში ყვე­ლა ჩემი შვი­ლია და ყვე­ლას წარ­მა­ტე­ბა ერ­თნა­ი­რად მა­ხა­რებს. თუ სენ­ტი­მენ­ტა­ლუ­რი კუ­თხით მი­ვუდ­გე­ბით, რა თქმა უნდა, უფრო მეტი მღელ­ვა­რე­ბაა, როცა შვი­ლის გა­მოს­ვლას უყუ­რებ. ალ­ბათ ჩემ­ზე ისე არ გან­ვიც­დი­დი, რო­გორც შვი­ლებ­ზე. თუ მო­ინ­დო­მე­ბენ, წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან...
კახი, მა­მას­თან ერ­თად, ას­პა­რე­ზო­ბი­სას
  • რა­ტომ წა­ვე­დი პო­ლი­ტი­კა­ში?
პო­ლი­ტი­კა­ში წა­ვე­დი, მაგ­რამ სპორ­ტს არას­დროს ჩა­მოვ­ცი­ლე­ბი­ვარ. იქაც იმი­ტომ წა­ვე­დი, რომ ჩემი მი­ზა­ნი ქარ­თუ­ლი სპორ­ტის მხარ­და­ჭე­რა იყო. მარ­თლა მე­ა­მა­ყე­ბა ის ნა­ბი­ჯე­ბი, რო­მე­ლიც იმ დრო­ის­თვის გა­და­იდ­გა, ის კონ­კრე­ტუ­ლი სა­კი­თხე­ბი, რა­საც მე ვკუ­რი­რებ­დი. ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის მერე უკვე აღარ ვი­ყა­ვი ბავ­შვი, ასა­კი­ა­ნი სპორ­ტსმე­ნი ვი­ყა­ვი და კარ­გად მეს­მო­და, რომ იმ­ჟა­მინ­დე­ლი სა­ქარ­თვე­ლო ცვლი­ლე­ბებს, ახალ ხედ­ვებს ითხოვ­და. მერე გა­დავ­წყვი­ტე პო­ლი­ტი­კა­ში წას­ვლა და არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ სპორ­ტის ბი­უ­ჯე­ტი მი­ლი­ონ­ნა­ხევ­რი­დან 80 და 100 მი­ლი­ო­ნამ­დეც ავი­და. ასე რომ, ის, რომ თით­ქოს მცდა­რი იყო ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ასეც არ არის. როცა პო­ლი­ტი­კა­ში ხარ, ბევრ რა­ღა­ცა­ზე მო­გი­წევს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის აღე­ბა და მე ჩემს იმ­ჟა­მინ­დელ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას არც გა­ვურ­ბი­ვარ. მო­ტი­ვა­ცია მა­ინც ქარ­თუ­ლი სპორ­ტის მხარ­და­ჭე­რა იყო.
საბა მა­მას­თან ერ­თად
როცა პო­ლი­ტი­კი­დან წა­ვე­დი, კი­დევ ერთხელ შე­ვე­დი დარ­ბაზ­ში იმის­თვის, რომ ჩემი თა­ვის რე­ა­ლი­ზე­ბა ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბე­ბის აღ­ზრდა­ში გა­და­მე­ტა­ნა. არ ვნა­ნობ, პო­ლი­ტი­კა­ში რომ ვი­ყა­ვი, არც ის ვი­ცით არა­ვინ, ხვალ რა იქ­ნე­ბა. რო­დე­საც პო­ლი­ტი­კას ირ­ჩევ, იცი, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა ერთ ჭკუ­ა­ზე არას­დროს იქ­ნე­ბა და ან ასე შე­გა­ფა­სებს, ან - ისე. რაც მთა­ვა­რია, მარ­თა­ლი ვარ ჩემი თა­ვი­სა და იმ ხალ­ხის წი­ნა­შეც, ვინც თუნ­დაც მლან­ძღავ­და იმი­ტომ, რომ ჩემს საქ­მეს, ეროვ­ნულ საქ­მეს ვა­კე­თებ და ეჭვი არ მე­პა­რე­ბა იმა­ში, რომ მარ­თა­ლი ვარ იმ ნა­ბი­ჯებ­ში, რო­მე­ლიც გა­და­მიდ­გამს. მად­ლო­ბა იმ პო­ლი­ტი­კურ გუნდს, ვის­თა­ნაც მი­წევ­და მუ­შა­ო­ბა და რო­მე­ლიც ხელს მი­წყობ­და იმა­ში, ქარ­თუ­ლი სპორ­ტის­თვის რა­ღაც გა­მე­კე­თე­ბი­ნა - ფე­დე­რა­ცი­ის მხარ­და­ჭე­რა, ბი­უ­ჯე­ტის გა­ას­მა­გე­ბა, ბევ­რი სპორ­ტუ­ლი დარ­ბა­ზის აშე­ნე­ბა და ა.შ. და კი­დევ, კონ­სტი­ტუ­ცი­ის 34-ე პრი­მა მუხ­ლში შე­ვი­ტა­ნეთ სპორ­ტის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რაც, ვფიქ­რობ, ქარ­თუ­ლი სპორ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის მო­ნა­პო­ვა­რია.
მე­უღ­ლეს­თან და ქა­ლიშ­ვი­ლებ­თან ერ­თად
მი­ვაღ­წი­ეთ იმას, რომ სკო­ლა­ში სპორ­ტი დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო. ეს ყვე­ლა­ზე დიდი მო­ნა­პო­ვა­რი იყო, თუ რამე გა­მი­კე­თე­ბია ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში.
დაბ­რუ­ნე­ბა? დღეს-ხვალ ნამ­დვი­ლად არ დავ­ბრუნ­დე­ბი პო­ლი­ტი­კა­ში, უამ­რა­ვი გეგ­მა მაქვს სპორ­ტში. შემ­დეგ ვნა­ხოთ, გა­მო­რი­ცხუ­ლი არა­ფე­რია. აუ­ცი­ლებ­ლო­ბამ თუ მო­ი­თხო­ვა, სა­დაც მა­ღა­ლი იქ­ნე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სი, იქ ვიქ­ნე­ბი. სუ­ლით და გუ­ლით სპორ­ტსმე­ნი ვარ და ეს არის ჩემ­თვის პო­ლი­ტი­კაც, პატ­რი­ო­ტიზ­მიც და ყვე­ლა­ფე­რი. ისე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის საქ­მე, რა­საც დღეს ვემ­სა­ხუ­რე­ბი, ჩემი ად­გი­ლი, ვფიქ­რობ, დარ­ბაზ­შია და მად­ლო­ბა იმ მო­ზღვა­ვე­ბუ­ლი გულ­შე­მატ­კივ­რო­ბის­თვის, რა­საც ხალ­ხი ჩვე­ნი სპორ­ტსმე­ნე­ბის მი­მართ იჩენს.
  • "ბევ­რი მძი­მე მო­მენ­ტი და იმედ­გაც­რუ­ე­ბა იყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში"
ბევ­რი მძი­მე მო­მენ­ტი იყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, ბევ­რი იმედ­გაც­რუ­ე­ბა, ისე­თი ტრა­გი­კუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი, რო­გო­რი­ცაა დე­დი­სა და ძმე­ბის და­კარ­გვა... ამ თე­მა­ზე არ მიყ­ვარს სა­უ­ბა­რი, არ­ცაა სა­ჭი­რო. რაც მთა­ვა­რია, ჩემი ძმე­ბი ქარ­თულ საქ­მეს აკე­თებ­დნენ და ეს მე­ა­მა­ყე­ბა. მე იმ სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­მი­წია ცხოვ­რე­ბამ, რო­მელ­შიც ეროვ­ნუ­ლი მუხ­ტი მძვინ­ვა­რებ­და. შემ­დეგ იყო ბევ­რი სი­სუს­ტე, არას­წო­რი პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, ერთი ომი, მე­ო­რე ომი... ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემ­თვის ძალ­ზე მტკივ­ნე­უ­ლია. მთა­ვა­რი სამ­შობ­ლოს თა­ვი­სუფ­ლე­ბა და ერ­თი­ა­ნო­ბაა, რომ­ლის­თვი­საც 30-35 წლის წინ და­ი­წყო ბრძო­ლა. ამა­სო­ბა­ში და ამ ტკი­ვი­ლე­ბის ფა­სად, ცხოვ­რე­ბამ დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა მომ­ცა. მძი­მე მო­მენ­ტე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მინ­და, მა­ინც ოპ­ტი­მის­ტად დავ­რჩეთ. მარ­თა­ლია, არ უნდა და­ვი­ვი­წყოთ, რაც თავს გა­დაგ­ვხდე­ნია, მაგ­რამ წინ უნდა ვი­ყუ­როთ, რად­გან ცხოვ­რე­ბა გრძელ­დე­ბა... მეც მაქვს ბევ­რი სი­ნა­ნუ­ლი, შეც­დო­მე­ბი და ჩემს გულ­ში და­ვი­ტო­ვებ, ამის სა­ჯა­როდ გა­მო­ტა­ნას არ ვა­პი­რებ, თუმ­ცა ბევ­რი გუ­ლის­წყვე­ტა მა­ინც ჩემს ქვე­ყა­ნას უკავ­შირ­დე­ბა. მინ­და ერ­თი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლო, მინ­და, ყვე­ლამ სა­ერ­თო საქ­მე ვა­კე­თოთ, მინ­და მეტი პო­ზი­ტი­ვი, მეტი სა­მუ­შაო ად­გი­ლი და ისე­თი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, სა­დაც ესა თუ ის მთავ­რო­ბა ხალ­ხის კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე იზ­რუ­ნებს. თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის ბრძო­ლა გრძელ­დე­ბა და რაც უნდა მო­ვი­პო­ვოთ, მერე მა­ინც მოგ­ვი­წევს ბრძო­ლა მისი შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­თვის.
  • "მე­ა­მა­ყე­ბა ჩემი ძა­ლოს­ნე­ბი!"
როცა სპორ­ტსმე­ნი ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ში ხვდე­ბა, ის უნდა იყოს ღირ­სე­უ­ლი. ღირ­სე­ულ გუნდში ღირ­სე­უ­ლად უნდა მოხ­ვდნენ და მერე თუნ­დაც ასე გვა­ნერ­ვი­უ­ლონ.
ქარ­თვე­ლი სპორ­ტსმე­ნე­ბი სხვა­ზე ნაკ­ლე­ბი არ არი­ან და სა­დაც იქ­ნე­ბი­ან, მინ­და, სპორ­ტშიც პატ­რი­ო­ტუ­ლი მუხ­ტი შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ და ეროვ­ნუ­ლი საქ­მე აკე­თონ. მინ­და, ძა­ლოს­ნე­ბის გუნ­დი იყოს ან­გა­რიშ­გა­სა­წე­ვი ძალა, იყოს ისე­თი ძლი­ე­რი, რო­გო­რიც დღეს არის და ოქ­როს ასო­ე­ბით ჩა­წე­როს თა­ვი­სი ის­ტო­რია, რო­მე­ლიც ლე­გენ­დებს და­უ­კავ­შირ­დე­ბა. გვაქვს სპორ­ტუ­ლი ამ­ბი­ცი­ე­ბი და მინ­და მი­ვაღ­წი­ოთ დიდ მიზ­ნებს ჩემი და სხვი­სი შვი­ლე­ბის სა­ხით. მერ­წმუ­ნეთ, რომ ქარ­თუ­ლი ძა­ლოს­ნო­ბა ყო­ველ­თვის კვარ­ცხლბეკ­ზე იქ­ნე­ბა, რად­გან მას ეს ტრა­დი­ცი­ად აქვს ქცე­უ­ლი.
თუნ­დაც რად ღირს ლა­შას ტრი­უმ­ფი-ტრი­უმფზე, ან­ტო­ნის, ირაკ­ლის, კა­ხის, შო­თი­კოს, რე­ზის და სხვე­ბის წარ­მა­ტე­ბე­ბი... ძა­ლი­ან კარ­გი თა­ო­ბა გვეზ­რდე­ბა, მე­ა­მა­ყე­ბა ჩვე­ნი ძა­ლოს­ნე­ბი და სპორ­ტი, რო­მელ­შიც ვარ. ყვე­ლამ ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თოთ, რომ ძა­ლოს­ნო­ბა იყოს პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი. არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ პრო­ცენ­ტუ­ლად და ის­ტო­რი­უ­ლად, ყვე­ლა­ზე მეტი ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი ამ პა­ტა­რა და­ლოც­ვილ მი­წა­ზე, სა­ქარ­თვე­ლო­ზე მო­დის და მინ­და ყვე­ლას წარ­მა­ტე­ბა ვუ­სუს­რვო. უფრო მეტი და მეტი ოქრო, ვიდ­რე წინა ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე, ესაა ჩვე­ნი დე­ვი­ზი და ვიცი, ასეც იქ­ნე­ბა. ღმერ­თს ვთხოვ, სულ ასე­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი სპორ­ტსმე­ნე­ბი და­მა­ნა­ხოს, რო­გო­რე­ბიც დღეს ჩემი ძა­ლოს­ნე­ბი არი­ან. ძა­ლი­ან მომ­თხოვ­ნი ვარ რო­გორც სა­კუ­თა­რი თა­ვის, ისე სხვე­ბის მი­მართ. ვფიქ­რობ, მაქ­სი­მუ­მის­თვის არ მი­მიღ­წე­ვია, წინ ბევ­რია გა­სა­კე­თე­ბე­ლი.





გაზიარება
მოინახულეს 6 866-ჯერ
კომენტარები
მსგავსი საიხლეები
  1. "ლაშამ დარეკა და მითხრა, მამა, ყველა წვალება თვალწინ დამიდგა, როცა რუსი დავამარცხეო... ახლაც ბურანში ვარ" - როგორია გამარჯვების შემდეგ ოლიმპიური ჩემპიონის მამის ემოციები?
  2. "არას­დროს ავი­წყდე­ბა სა­კუ­თა­რი ფეს­ვე­ბი. ბევ­რი დაბ­რკო­ლე­ბა გადალახა, ფი­ნან­სუ­რი თუ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი სიძ­ნე­ლე­ე­ბი" - ვინ არის და როგორ ცხოვრობს ქართველი, რომელმაც საფრანგეთს ოლიმპიური მედალი მოუტანა?
  3. 12 წლის ბიჭი, რომელიც ესპანეთში საცხოვრებლად გადავიდა - ნიკოლოზ შერაზადიშვილის ისტორია, მისი ოჯახი და ქართველის სახელობის ქუჩა
  4. "არასდროს მინანია, რუსეთის ნაკრების წევრი რომ ვიყავი" - ვინ არის და რას ამბობდა წლების წინ "ნაცმოძრაობის" ახალი სახე, რომელსაც რუსეთის წყალბურთის ნაკრებში თამაში გაუხსენეს
რეკლამა