სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი
პონედელნიკმა, ანანიძემ ზრდა შეაჩერაო

საბჭოთა კავშირის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა, ვიქტორ პონედელნიკმა, რომელიც 1960 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა, ჩემპიონთა ლიგაში მოსკოვის “სპარტაკის” მიერ “მარსელთან” წაგებულ (0:3) მატჩზე კომენტარი გააკეთა და ჯანო ანანიძესაც “კბილი გაჰკრა”.
“დიდი ხანია ვაკვირდები ნიჭიერ ბიჭს, ჯანო ანანიძეს. ადრე, ის მოედანზე თვალისმომჭრელი ყვავილივით გამოიყურებოდა – თავისი ხელწერითა და მაღალი ტექნიკით. ახლა კი, ჩვეულებრივ, “ნაცრისფერ” მოთამაშედ იქცა” – იუწყება პონედელნიკის სიტყვებს ინტერნეტ-გამოცემა gazeta.ru.
“მარსელთან” მოსკოვში გამართულ მატჩში ანანიძე მოედანზე 76-ე წუთზე იბსონის ნაცვლად შევიდა.
სხვათა შორის, მანამდე, საქართველოს ნაკრების 18 წლის ფეხბურთელზე, “სპარტაკის” ყოფილმა ნახევარმცველმა, ანდრეი ტიხონოვმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჯერჯერობით, ანანიძე მოსკოველთა ლიდერად ვერ ჩამოყალიბდა: “ჯანო ჯერ იმ დონემდე ვერ მივიდა, რომ მოედანზე გავიდეს და “სპარტაკის” ლიდერი გახდეს. ასე შეგვიძლია გუნდის სხვა ფეხბურთელებიც განვიხილოთ, რომლებიც დღეს “გაისვრიან”, ხოლო ნახევარი წლის მერე იკარგებიან”.








კომენტარის დამატება