მანჩესტერ იუნაიტედი 96 მილიონიან ტრანსფერს ამზადებს

სიახლეები / ფეხბურთი / ტრანსფერები 08-ივნ, 15:309 Sportnews 9166 0





მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო პერიოდზე "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი სამიზნეები კილიან მბაპე და ანტუან გრიზმანი იყვნენ, მაგრამ ინგლისურ გუნდს ფრანგებთან არაფერი გამოუვიდათ.

მბაპეს გადაწყვეტილი აქვს, რომ "მონაკოს" მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებს თუ მადრიდის "რეალში" გადაბარგდება, ანტუან გრიზმანმა კი "ატლეტიკოსთან" კონტრაქტის გახანგრძლივება გადაწყვიტა, ამიტომ ინგლისური გუნდი უკვე მათ ალტერნატივას განიხილავს.

"წითელი ეშმაკები" ახლა უკვე "იუვენტუსის" ფეხბურთელზე პაულო დიბალაზე გადაერთვნენ, რომლის სანაცვლოდ მზად არიან 96 მილიონი ევრო გადაიხადონ, მოურინიომ სასურველ შედეგს მიაღწია და გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანა, ახლა კი "მანჩესტერის" ხემძღვანელობაც მზად არის პორტუგალიელის მოთხოვნები დააკმაყოფილონ და გუნდი მნიშვნელოვნად გააძლიერონ.

ასევე აღსანიშნავია, რომ "მანჩესტერისა" და "იუვენტუსის" ხემძღვანელობას მოლაპარაკებების გამართვის კარგი გამოცდილება აქვთ, მაგალითისთვის პოგბას ტრანსფერი შეგვიძლია გავიხსენოთ.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა