აირჩიეთ გუნდი:

ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ხურციძე თავს ესხმის გამოძიების ინფორმანტს



მოკრივე ავთანდილ ხურციძის დაკავებას აშშ-ში ამერიკული მედია ეხმაურება. როგორც Associated Press წერს, ბრალდების მხარის განცხადებით, არსებობს ვიდეო კადრები, რომელშიც 37 წლის მოკრივე ხელს არტყავს პოლიციის საიდუმლო წყაროს რუსულ კრიმინალურ დაჯგუფებაში. სწორედ ამ ინფორმაციის საფუძველზე მოსამართლემ კატერინ ფორესტმა ხურციძეს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.

მოსამართლის ფორესტის თქმით, ხურციძისთვის პატიმრობის შეფარდება არ იყო რთული გადაწყვეტილება, რადგან არსებობს ორი ვიდეოჩანაწერი, რომელშიც მოკრივე, კრიმინალების შეკრების ადგილას, ძალადობას მიმართავს და თავს ესხმის გამოძიების ინფორმანტს, რომელიც ფარულ ვიდეოგადაღებას აწარმოებდა.

პროკურორის განცხადებით, ხურციძემ მინიმუმ ორჯერ მიმართა ძალადობას კრიმინალურ დაჯგუფებასთან დაკავშირებულ იატაკქვეშა სამორინეში. ბრალდების მხარის ვარაუდით, ის თავს დაესხა კრიმინალური დაჯგუფების წევრს, რომელზეც დაჯგუფების ლიდერს ეჭვი ჰქონდა, რომ მისგან ფულს იპარავდა.

დაცვის მხარის განცხადებით, შესაძლებელია ხურციძე გამოიწვიეს და ის საკუთარი წარმატების მსხვერპლი გახდა. „ჩემი კლიენტი მსოფლიო დონის მოკრივეა. როდესაც წარმატებული სპორტსმენი ხარ, ადმიანებს შენს გარშემო ყოფნა სურთ“, - განაცხადა ადვოკატმა გაი ოკსენჰენდლერმა.

მისივე თქმით, ხურციძე გაქცევას არ აპირებდა, რადგან კრივში მისი პრომოუტერი ნიუ იორკში იმყოფება.

„მისი შესაძლებლობა, რომ იასპარეზოს დამოკიდებულია კონტრაქტის შესრულებაზე აშშ-ში. ის მხოლოდ ასე შოულობს ფულს“, - აცხადებს ადვოკატი.

წყარო : news.ge

 
Реклама

0

36626
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ოფიციალური გვერდი

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

www.esport.ge -

All right reserved.