''მილანმა'' ანდრე სილვა გაიფორმა!

''მილანმა'' ანდრე სილვა გაიფორმა!

12-06-2017, 18:08

როგორც ინფორმაციები გავრცელდა ახლგაზრდა პორტუგალელი შემტევი ანდრე სილვა კარიერას ''მილანში'' გააგრძელებს.

როგორც წყარო იუწყება 21 წლის ახალგაზრდა პორტუგალიელი ფეხბურთელი დღეს ჩავიდა მილანში, სადაც გაივლის სამედიცინო შემოწმებას.

''მილანმა'' ''პორტუსთან'' ეს ტრანსფერი 36 მილიონ ევროდ შეათანხმა, და თავად ფეხბურთელთანაც 5 წლიან კონტრაქტზე მოილაპარაკა.

ანდრე სილვა „როსონერის“ რიგებში 10 ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

21 წლის ფეხბურთელმა გასულ სეზონში „პორტუს“ მაისურით 44 შეხვედრაში 21 გოლი გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ პორტუგალიელები ანდრე სილვაზე დიდ იმედებს ამყარებენ, ბოლო შეხვედრის შემდეგ ახალგაზრდა ფეხბურთელზე კრიშტიანუ რონალდუმაც ისაუბარა, რომელმაც განაცხადა, რომ ეროვნულ ნაკრებში მის შემცვლელად სწორედ ანდრე სილვას ხედავს.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

შემოგვიერთდით