დღის ახალი ამბები

არველაძე: რატომ უნდა მინდოდეს პოლიტიკაში? არც გახარიასგან მქონია შემოთავაზება

არველაძე: რატომ უნდა მინდოდეს პოლიტიკაში? არც გახარიასგან მქონია შემოთავაზება

"შემოთავაზების მსგავსი არაფერი არ ყოფილა [გიორგი გახარიასგან]. იყო მარტივი რამ. გურიაში შევხვდით შემთხვევით. დაინტერესდა, რატომ ვიყავით ჩვენ გურიაში. არ ვიცნობდით საერთოდ ბატონ გიორგის. ასე შორიდან იმან იცოდა, ვინ ვიყავი და მე ვიცოდი, ვინ იყო. რომ გამოვესაუბრეთ, აქ ამიტომ და ამიტომ ვარ-მეთქი. გვაქვს ოზურგეთში მოცვის პლანტაცია და ამ საკითხზე ვართ მერიაში მოსული-მეთქი, რაღაცას ვარკვევდით. ძაან მინდა ნახვაო. წარმოგიდგენია, ადამიანი, ყოფილი პრემიერმინისტრი ჩემთვის და არა მგონია სხვა ბევრისთვისაც არ იყოს რაღაც დონეზე, ვიღაცისთვის ძალიან, ვიღაცისთვის ნაკლებად პატივსაცემი ადამიანი, გეუბნება, რომ წამოდი, მაჩვენე, რას აკეთებ. დიდი სიამოვნებით, რა თქმა უნდა-მეთქი. ვაჩვენე, დაინტერესდა, შემეკითხა, მერე მე შევეკითხე, მერე ის, მერე ეს და ასე დაიწყო ეს ურთიერთობა. მერე ეს სურათებიც დაიდო სოციალურ ქსელში და სოციალური ქსელიდან, როგორც გვჩვევია, პირდაპირ გამაქანეს ქალაქის მერად. მერი არა ვარ მე? სადაც მინდა, მივდივარ, სადაც მინდა, მოვდივარ, როცა მინდა, ვდგები, როცა მინდა, ვწვები, რასაც მინდა, ვჭამ, რასაც მინდა, ვსვამ. გურიიდან თბილისამდე რამდენი სოფელიცაა, ერთის გამოტოვებით, დავაკაკუნებ და გამიღებენ კარს და მეტყვიან, შემოდიო, თუ ყველგან არა.

 არც მანამდე მნდომია, არც ახლა მინდა პოლიტიკა. როგორ შეიძლება, რომ გინდოდეს? ამის შემხედვარე, რაც ჩვენ გარშემო ხდება, როგორც ესენი ლანძღავენ ერთმანეთს, როგორი ზიზღით, რატომ უნდა მინდოდეს?"


ამის შესახებ მაესტროს ეთერში, გადაცემაში აი უცნობი ფეხბურთელმა, აჩი არველაძემ ისაუბრა. მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელ Facebook-ზე გავრცელდა ძმები არველაძეებისა და ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას ფოტოები, მედია წერდა, რომ აჩი არველაძე, შესაძლოა, პარტია საქართველოსთვის მერობის კანდიდატი იყოს. 





გაზიარება
მოინახულეს 2 897-ჯერ
კომენტარები
მსგავსი საიხლეები
  1. "ბევრი იმედგაცრუება, მძიმე მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში, დედისა და ძმების დაკარგვა" - ქართველ ძალოსანთა ტრიუმფის მთავარი შემოქმედის პირადი ცხოვრება, მამის კვალზე წასული ვაჟები და ულამაზესი ქალიშვილები
  2. მამის გარდაცვალება 13 წლის ასაკში, 2 მილიონად შეფასებული სახლი, 4 შვილი და დიდი წარმატება - ყველაფერი ზაზა ფაჩულიას შესახებ
  3. "ჩოგბურთელებში ეს არ იმალება" - ნეკა დოროყაშვილი ქორწინების დროს სხვა კაცებთან ურთიერთობაში ამხილეს
  4. "სერენა უილიამსთან და მარია შარაპოვასთან ამას მხოლოდ ნეკა თუ იზავდა"
  5. სკანდალი ბასილაშვილების ოჯახში - “ნიკა არც “ჰერმესს” აკლებდა და არც “დოლჩე გაბანას” ცოლს” – რას წერს ბასილაშვილის ახლობელი სოციალურ ქსელში
რეკლამა