Image

“ბარსას” პრეზიდენტი “რეალზე” არ ფიქრობს

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 26-ნოე, 14:519 beqa_beqa 1375


სანდრო როსელისთვის 29 ნოემბერს, “ბარსელონასა” და “რეალს” შორის გასამართი დაპირისპირება, პრეზიდენტის რანგში, პირველი “ელ კლასიკო” იქნება. კატალონიური კლუბის პირველი პირი აცხადებს, რომ მისი გუნდი სტუმარი გუნდის პორტუგალიელ დამრიგებელს, ჟოზე მოურინიოს ღირსეულ მასპინძლობას გაუწევს და იქვე ამატებს, რომ გვარდიოლას შეგირდები არა მეტოქეზე, არამედ საკუთარ თამაშზე ფიქრობენ.
“მოურინიოსთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ მას დიდი პატივისცემით დავხვდებით, მაგრამ სიმართლე გითხრათ, არა მოურინიოზე, ან “რეალზე”, არამედ საკუთარ გუნდზე ვფიქრობ. ჩვენს ბიჭებს მართებთ ენერგიის მობილიზება და მისი მოედანზე გამოყენება. გუნდთან შეხვედრა უკვე მქონდა და ყველა იზიარებს ჩემს ამ მოსაზრებას” – ციტირებს სანდრო როსელის სიტყვებს მადრიდული Marca.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:




მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
თებერვალი 2019 (370)
იანვარი 2019 (672)
დეკემბერი 2018 (540)
ნოემბერი 2018 (413)
ოქტომბერი 2018 (437)
სექტემბერი 2018 (574)
რეკლამა