დღის ახალი ამბები

როგორ ეხმაურებიან უცხოელები მამარდაშვილის ბრწყინვალე დებიუტს ლა ლიგაში ?

როგორ ეხმაურებიან უცხოელები მამარდაშვილის ბრწყინვალე დებიუტს ლა ლიგაში ?

მამარდაშვილის თამაშით აღფრთოვანებულები არიან უცხოელი გულშემატკივრები, რომლებიც მას სოციალურ ქსელ Twitter-ში აქებენ.

“მამარდაშვილი, დაიმახსოვრეთ ეს სახელი.”
“მამარდაშვილი კარგ თამაშს ატარებს. ეს ჩემთვის სურპრიზია.”
“მამარდაშვილის დიდებული მატჩი.”
“მამარდაშვილს ზედმეტსახელი სჭირდება.”
“მახსოვს ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მამარდაშვილის თამაში თბილისის “ლოკომოტივის” შემადგენლობაში “გრანადას” წინააღმდეგ. ის მატჩი “გრანადამ” 2:0 მოიგო, მაგრამ მაშინ 19 წლის მეკარემ საკუთარი გუნდი ბევრჯერ გადაარჩინა. ერთი წლის შემდეგ, ის “ვალენსიას” ძირითად შემადგენლობაში მოხვდა.”
“მამარდაშვილი: 20 წლის, 199 სანტიმეტრი. საქართველო.
ის მომავალია, “ვალენსია”!”
“მესის არყოფნაში, ლიგის საუკეთესო მოთამაშე გიორგი მამარდაშვილია.”





გაზიარება
მოინახულეს 1 368-ჯერ
კომენტარები
რეკლამა