მადრიდის რეალის 65 მილიონიანი შეთავაზება

მადრიდის რეალის 65 მილიონიანი შეთავაზება

16-06-2017, 23:07

როგორც ესპანურმა გამომცემლობამ Don Balon-მა გაავრცელა ინფორმაცია პეპეს წასვლის შემდეგ ზინედინ ზიდანი და ფლორენტინო პერესი აქტიურად განიხილავენ კიდევ ერთი მცველის დამატების საკითხს.

"სამეფო გუნდის" ხემძღვანელობის სამიზნეში "ბაიერნის" ახალგაზრდა ფეხბურთელი დავიდ ალაბა მოხვდა, რომელსაც ერთბაშად რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში. ავსტრიელის ძირითადი პოზიცია მარცხენა მცველია, თუმცა მას ცენტრშიც შეუძლია თამაში. სწორედ ეს ხილბლავს ყველაზე მეტად ზინედინ ზიდანს.

"რეალი" მზად არის ახალგაზრდა ფეხბურთელში 65 მილიონი ევრო გადაიხადოს. შეგახსენებთ, რომ ალაბა "ბაიერნის" ძირითად გუნდში 2010 წლიდან თამაშობს, თუმცა 2011 წელს ერთი წლით "ჰოფენჰაიმში" იყო განათხოვრებული.

აქვე იხილეთ ალაბას 5 საუკეთესო გოლი

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

შემოგვიერთდით