დღის ახალი ამბები

სასიხარულო ინფორმაცია ნიკოლოზ ბასილაშვილის გულშემატკივრებს !

სასიხარულო ინფორმაცია ნიკოლოზ ბასილაშვილის გულშემატკივრებს !

ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ს რეიტინგში 2 ადგილით დაწინაურდა და 1 578 ქულით მე-40 ადგილზე იმყოფება.
 
ამგვარად, ნიკოლოზი მსოფლიოს TOP 40-ში 12 ივლისის შემდეგ პირველად დაბრუნდა.

ბასილაშვილის დაწინაურება კლასიფიკაციაში ამერიკელი ტეილორ ფრიცისა და ფრანგი ადრიან მანარინოს უკუსვლამ გამოიწვია. ახლა, ქართველი ჩოგბურთელის წინ ხორვატი მარინ ჩილიჩი იმყოფება, მისი უახლოესი მდევარი კი სერბი დუშან ლაიოვიჩია.






გაზიარება
მოინახულეს 1 095-ჯერ
კომენტარები
რეკლამა