დღის ახალი ამბები

ზურაბ ზვიადაური დაკავებულია - შსს-ს ცნობით, მან მისი ძმის მკვლელი სასიკვდილოდ დაჭრა

ზურაბ ზვიადაური დაკავებულია - შსს-ს ცნობით, მან მისი ძმის მკვლელი სასიკვდილოდ დაჭრა

სოფელ წინანდალთან მომხდარი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაურია დაკავებული. გარდა ამისა, სამართალდამცველებმა ამავე ფაქტთან დაკავშირებით, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, 1977 წელს დაბადებული პირიც დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ წინანდლის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე პირს შორის ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. აღნიშნული დაპირისპირებისას, 1971 წელს დაბადებულმა ვ.ც.-მ ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებული ჯ.ჯ.-ის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რასაც ამავე დაპირისპირებაში მონაწილე, 1994 წელს დაბადებული ნ.კ.-ის მხრიდან, ასევე ცეცხლსასროლი იარაღიდან საპასუხო სროლა მოჰყვა.

მათივე ინფორმაციით, ნ.კ.-ის მიერ განხორციელებული სროლის შედეგად, ოთხი პირი: 1971 წელს დაბადებული ვ.ც., 1976 წელს დაბადებული ზ.ზ., 1975 წელს დაბადებული ზ.მ. და 1991 წელს დაბადებული ა.შ. დაიჭრა. მიღებული დაზიანებების შედეგად, ვ.ც. და ზ.ზ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ, ხოლო ზ.მ.-ს და ა.შ.-ს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ.

გამოძიებით ასევე დგინდება, რომ მომხდარი დაპირისპირებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განახორციელა ბრალდებულის სახით დაკავებულმა ზ.ზ.-მაც, რა დროსაც სასიკვდილოდ დაიჭრა 1994 წელს დაბადებული ნ.კ.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღები - "სტეჩკინის" ტიპის პისტოლეტი და "საიგას" ტიპის ნახევრადავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

წყარო: formulanews.ge





გაზიარება
მოინახულეს 30 866-ჯერ
კომენტარები
მსგავსი საიხლეები
  1. ტრაგიკულად გარდაცვლილი ძმა, ლექსების წერა და გაჭირვებული ცხოვრებიდან ოლიმპიურ ჩემპიონობამდე - ძიუდოისტის უცნობი ამბები
  2. ნეკა დოროყაშვილი, ნიკოლოზ ბასილაშვილს კვლავ სასამართლოში უჩივის, ამჯერად სხვა მიზეზით.
  3. რა ჩვენება მისცა სასწრაფოს ექიმმა, რომელმაც ნეკა დოროყაშვილის მდგომარეობა ადგილზე შეისწავლა
  4. ბასილაშვილების ოჯახური სკანდალი თავდაყირა დგება - სასამართლო პროცესზე, ნელი დოროყაშვილის ბიძაშვილმა განაცხადა, ჩოგბურთელის მხრიდან არასდროს განხორციელებულა ძალადობა მეუღლეზე
  5. "დოროყაშვილის საკუთრებაში 3 მილიონის ქონება გადავიდა" - ნახეთ რა ქონებას ფლობს ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე
რეკლამა